1. პარკირების საერთო ადგილებისათვის ძირთადად განისაზღვრება ქუჩები და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები, თუ წინამდებარე წესით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. პარკირების საერთო ადგილებად დასაშვებია თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე არსებული ყველა ქუჩის განსაზღვრა, თუ რომელიმე ქუჩაზე ან ქუჩის რომელიმე მონაკვეთში განთავსებული არ არის „დგომა აკრძალულია“, „გაჩერება აკრძალულია“ ან „შესვლა აკრძალულია“ საცნობარო ნიშანი.
3. აკრძალულია საერთო პარკირების ადგილებად ტროტუარების განსაზღვრა.
4. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების პარკირების ადგილებად განსაზღვრისას აკრძალულია ქუჩის ერთსა და იმავე მონაკვეთში უშუალოდ მოპირდაპირე ორივე მხარის გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ქუჩას გააჩნია გზაგამყოფი და გზაგამყოფის თითოეულ მხარეს ავტომანქანების მოძრაობა არის ცალმხრივი ან/და, როცა აღნიშნულ ნაწილში ქუჩის სიგანე არის 18 მეტრზე მეტი.
5. აკრძალულია საერთო პარკირების ადგილებად ქუჩების გარდა სხვა საზოგადოებრივი სივრცეების განსაზღვრა, თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული არ არის პარკირების დაშვების საცნობარო ნიშანი.
6. აკრძალულია პარკირების საერთო ადგილებად განსაზღვრულ იქნე
ს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ადმინისტრაციული ორგანოების, სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ორგანოების, სხვა თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ორგანოების, დიპლომატიური წარმომადგენლობების, საერთაშორისო ორგანიზაციების და მისიების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადგილსამყოფელი შენობა-ნაგებობების ძირითადი შესასვლელების უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიების პარკირების საერთო ადგილებად გამოყენება. ასეთი ადგილები ქ. ბათუმის მერიასთან შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნე
ს შესაბამისი ორგანოს (დაწესებულების) მიერ მხოლოდ სამსახურებრივი ავტომანქანების პარკირებისათვის. შესაბამისად გამოიყენება წინამდებარე წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
7. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს
ქ. ბათუმის მერია, მათ შორის,განსაზღვრავს პარკირების საერთო ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესებს (მართობული დგომა, 90-
გრადუსიანი დგომა ან/და
45-
გრადუსიანი დგომა).
8. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე ავტომანქანების პარკირების მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქ. ბათუმის მერი