1. პარკირების ორგანიზებას ახორციელებს ქ. ბათუმის მერია ან მესამე პირი წინამდებარე წესის შესაბამისად.
2. ქ. ბათუმის მერიის მიერ პარკირების ორგანიზება გულისხმობს:
ა) პარკირების საერთო და სპეციალური ადგილების განსაზღვრის, პარკირების საერთო ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დადგენას (მართობული დგომა,90-
გრადუსიანი დგომა ან/და 45-
გრადუსიანი დგომა);
ბ) თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე ავტომანქანების პარკირების მთლიანად ან ნაწილობრივი
შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას;
გ) პარკირების სპეციალურ ადგილებზე ცალკეული ავტომანქანის პარკირებისათვის გარკვეული მოთხოვნების შემუშავებას და საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად საკრებულოს თავმჯდომარისადმი წარდგენას;
დ) პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის განსაზღვრას და საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად საკრებულოს თავმჯდომარისადმი წარდგენას, თუ პარკირების საფასურის ამოღებას ახდენს ქ. ბათუმის მერია;
ე) პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის საფასურის განსაზღვრას და საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად საკრებულოს თავმჯდომარისადმი წარდგენას;
ვ) პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის დაწესებული საფასურის ამოღებას, თუ აღნიშნულ ადგილებში პარკირების ორგანიზების უფლება გადაცემული არ აქვს მესამე პირს;
ზ) შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე: პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, ასევე მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე შეთანხმებებზე (ხელშეკრულებებზე) ხელის მოწერას;
თ) კონტროლის განხორციელებას ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების განხორციელებაზე, ამ მიზნით ხელშეკრულების მხარისათვის ხელშეკრულებიდან (ოქმიდან) გამომდინარე გაფრთხილებებისა და სხვა შეტყობინებების გაგზავნას, ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით ხელშეკრულების მხარისათვის დამატებითი ვადების დაწესებას, ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების დარღვევისას პირგასამტეხლოს დაკისრების ან/და მისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხის განხილვას და საკრებულოს თავმჯდომარისადმი ხელმოსაწერად შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენას, პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა უფლებებისა და მოვალეობების განხორციელებას;
ი) მოძრაობის უსაფრთხოებისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების საერთო ადგილის მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, თუ პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის ხდება საფასურის დაწესება, პარკირების საერთო ადგილების მოწყობის ესკიზური პროექტის შეთანხმებას, პარკირების საერთო ადგილების შეთანხმებული ესკიზური პროექტის შესაბამისად კეთილმოწყობისათვის ვადების განსაზღვრას;
კ) მოძრაობის უსაფრთხოებისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური თუ კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების სპეციალური ადგილის მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, პარკირების სპეციალური ადგილების მოწყობის ესკიზური პროექტის შეთანხმებას, პარკირების სპეციალური ადგილების შეთანხმებული ესკიზური პროექტის შესაბამისად კეთილმოწყობისათვის ვადების განსაზღვრას;
ლ) პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლიანი ფორმით პირდაპირი განკარგვის წესით განკარგვაზე გადაწყვეტილების მიღებას და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის საკრებულოს თავმჯდომარისადმი წარდგენას;
მ) პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლიანი ფორმით აუქციონის წესით განკარგვაზე გადაწყვეტილების მიღებას, სააუქციონო პირობების შემუშავებას და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის საკრებულოს თავმჯდომარისადმი წარდგენას;
ნ) პარკირების ორგანიზების უფლების წინამდებარე წესით გათვალისწინებული პირებისათვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, რაც გაიცემა წერილის სახით;
ო) პარკირების ადგილების შესაბამისი საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას, პარკირების ადგილებზე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფას, თუ არ ხდება პარკირების ორგანიზების უფლების მესამე პირისათვის გადაცემა;
პ) საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელებას.
3. პარკირების ადგილების უსასყიდლოდ გადაცემისას, პარკირების ადგილების მიმართ, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, მესამე პირის მიერ პარკირების ორგანიზება გულისხმობს:
ა) პარკირების ადგილების მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფას;
ბ) პარკირების ადგილების საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას;
გ) პარკირების ადგილებზე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფას;
დ) პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დაცვაზე კონტროლის დაწესებას;
ე) პარკირების ორგანიზების უფლების მინიჭების აქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას;
ვ) წინამდებარე წესის მოთხოვნების სრულად შესრულებას.
4. პარკირების ადგილების სასყიდლით გადაცემისას, პარკირების ადგილების მიმართ, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, მესამე პირის მიერ პარკირების ორგანიზება გულისხმობს:
ა) პარკირების ადგილების მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფას;
ბ) პარკირების ადგილების საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას;
გ) პარკირების ადგილებზე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფას;
დ) პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დაცვაზე კონტროლის დაწესებას;
ე) პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დაწესებას და საფასურის ოდენობის განსაზღვრას;
ვ) პარკირების ორგანიზების უფლების მინიჭების აქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას;
ზ) წინამდებარე წესის მოთხოვნების სრულად შესრულებას.
5. ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების ორგანიზება გულისხმობს:
ა) პარკირების ადგილების მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფას;
ბ) პარკირების ადგილების საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას;
გ) პარკირების ადგილებზე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფას;
დ) პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დაცვაზე კონტროლის დაწესებას;
ე) პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დაწესებას და საფასურის ოდენობის განსაზღვრას;
ვ) პარკირების ადგილების მოწყობაზე ქ. ბათუმის მერიის თანხმობის წერილით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას;
ზ) წინამდებარე წესის მოთხოვნების სრულად შესრულებას.
6. ქ. ბათუმის მერია უფლებამოსილია პარკირების ორგანიზება მთლიანად ან ნაწილობრივ განახორციელოს თვითმმართველი ქ. ბათუმის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით