1.
პარკირების ორგანიზებას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ან მესამე პირი წინამდებარე წესის შესაბამისად.
2.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პარკირების ორგანიზება გულისხმობს:
ა)
პარკირების საერთო და სპეციალური ადგილების განსაზღვრას, პარკირების საერთო ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დადგენას (მართობული დგომა, 90-გრადუსიანი დგომა ან/და 45-გრადუსიანი დგომა);
ბ)
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე ავტომანქანების პარკირების მთლიანად ან ნაწილობრივი შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას;
გ)
პარკირების სპეციალურ ადგილებზე ცალკეული ავტომანქანის პარკირებისათვის გარკვეული მოთხოვნების შემუშავებას და საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად საკრებულოს თავმჯდომარისადმი წარდგენას;
დ)
პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის საფასურის განსაზღვრას და საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად საკრებულოს თავმჯდომარისადმი წარდგენას;
ე)
სპეციალურად დაცული სადგომის (საჯარიმო სადგომების) მოწყობა-ორგანიზებას, თუ პარკირების ორგანიზების უფლება გადაცემული არა აქვს მესამე პირს;
ვ)
პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში, ავტომანქანის სპეციალურად დაცულ სადგომზე (საჯარიმო სადგომზე) გადაყვანის უზრუნველყოფას, თუ პარკირების ორგანიზების უფლება გადაცემული არა აქვს მესამე პირს;
ზ)
პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, ასევე მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე შეთანხმებებზე (ხელშეკრულებებზე) ხელის მოწერას;
თ)
კონტროლის განხორციელებას ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო პირობების განხორციელებაზე, ამ მიზნით ხელშეკრულების მხარისათვის ხელშეკრულებიდან (ოქმიდან) გამომდინარე გაფრთხილებებისა და სხვა შეტყობინებების გაგზავნას, ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით ხელშეკრულების მხარისათვის დამატებითი ვადების დაწესებას, ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო პირობების დარღვევისას პირგასამტეხლოს დაკისრების ან/და მისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხის განხილვას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ და შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემას, პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა უფლებებისა და მოვალეობების განხორციელებას;
ი)
მოძრაობის უსაფრთხოებისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე პარკირების საერთო ადგილის მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, თუ პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის ხდება საფასურის დაწესება, პარკირების საერთო ადგილების მოწყობის ესკიზური პროექტის შეთანხმებას, პარკირების საერთო ადგილების შეთანხმებული ესკიზური პროექტის შესაბამისად, კეთილმოწყობისათვის ვადების განსაზღვრას;
კ)
მოძრაობის უსაფრთხოებისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური თუ კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე პარკირების სპეციალური ადგილის მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, პარკირების სპეციალური ადგილების მოწყობის ესკიზური პროექტის შეთანხმებას, პარკირების სპეციალური ადგილების შეთანხმებული ესკიზური პროექტის შესაბამისად, კეთილმოწყობისათვის ვადების განსაზღვრას;
ლ)
პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლიანი ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით, განკარგვაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გადაწყვეტილების მიღებას ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით;
მ)
პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლიანი ფორმით, აუქციონის წესით, განკარგვაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გადაწყვეტილების მიღებას, სააუქციონო პირობების შემუშავების თაობაზე სამართლებრივი აქტის გამოცემას;
ნ)
პარკირების ორგანიზების უფლების წინამდებარე წესით, გათვალისწინებული პირებისათვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას;
ო)
პარკირების ადგილების შესაბამისი საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას, პარკირების ადგილებზე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფას, თუ არ ხდება პარკირების ორგანიზების უფლების მესამე პირისათვის გადაცემა;
პ)
საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესით, გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელებას.
3.
პარკირების ადგილების უსასყიდლოდ გადაცემისას, პარკირების ადგილების მიმართ, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, მესამე პირის მიერ პარკირების ორგანიზება გულისხმობს:
ა)
პარკირების ადგილების მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფას;
ბ)
პარკირების ადგილების საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას;
გ)
პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დაცვაზე კონტროლის დაწესებას;
დ)
პარკირების ორგანიზების უფლების მინიჭების აქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას;
ე)
წინამდებარე წესის მოთხოვნების სრულად შესრულებას.
4.
პარკირების ადგილების სასყიდლით გადაცემისას, პარკირების ადგილების მიმართ, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, მესამე პირის მიერ პარკირების ორგანიზება გულისხმობს:
ა)
პარკირების ადგილების მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფას;
ბ)
პარკირების ადგილების საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას;
გ)
პარკირების ადგილებზე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფას;
დ)
პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დაცვაზე კონტროლის დაწესებას;
ე)
პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დაწესებას და საფასურის ოდენობის განსაზღვრას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ზედა ზღვარის ფარგლებში;
ვ)
სპეციალურად დაცული სადგომის (საჯარიმო სადგომების) მოწყობა–ორგანიზებას;
ზ)
პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში, ავტომანქანის სპეციალურად დაცულ სადგომზე (საჯარიმო სადგომზე) გადაყვანის უზრუნველყოფას;
თ)
პარკირების ორგანიზების უფლების მინიჭების აქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას;
ი)
წინამდებარე წესის მოთხოვნების სრულად შესრულებას;
კ)
სხვა პირებისათვის პარკირების ადგილების ორგანიზების უფლების გადაცემას.
5.
ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე პარკირების ორგანიზება გულისხმობს:
ა)
პარკირების ადგილების მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფას;
ბ)
პარკირების ადგილების საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას;
გ)
პარკირების ადგილებზე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფას;
დ)
პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დაცვაზე კონტროლის დაწესებას;
ე)
პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დაწესებას და საფასურის ოდენობის განსაზღვრას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ზედა ზღვარის ფარგლებში;
ვ)
პარკირების ადგილების მოწყობაზე გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას;
ზ)
წინამდებარე წესის მოთხოვნების სრულად შესრულებას.
6.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია პარკირების ორგანიზება მთლიანად ან ნაწილობრივ განახორციელოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით