1.
პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით და აუქციონის წესით, გადაცემისას მხარეებს შორის ფორმდება პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე წერილობითი ხელშეკრულება.
2.
პარკირების ორგანიზების უფლების, პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით გადაცემისას ხელშეკრულების გაფორმების საფუძველს წარმოადგენს პარკირების ორგანიზების უფლების, პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით გადაცემის თაობაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი.
3.
პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, გადაცემისას ხელშეკრულების გაფორმების საფუძველს წარმოადგენს აუქციონის შედეგების ოქმი, რომლის საფუძველზეც გამოიცემა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.
4.
პარკირების ორგანიზების უფლების, გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს მხარეთა უფლება-მოვალეობებს და სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისას პირგასამტეხლოს ოდენობას.
5.
პარკირების ორგანიზების უფლების, პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით გადაცემის თაობაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობები და პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემაზე აუქციონის გამოცხადების თაობაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით დადგენილი სააუქციონო პირობები წარმოადგენს სახელშეკრულებო პირობებს იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი გათვალისწინებული არ არის ხელშეკრულებით.
6.
პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველია:
ა)
გაფრთხილების მიუხედავად დაწესებულ ვადაში სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, გაფრთხილების მიუხედავად სახელშეკრულებო პირობების განმეორებით დარღვევა;
ბ)
დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა;
გ)
გაფრთხილების მიუხედავად წინამდებარე წესის მოთხოვნების დარღვევა;
დ)
უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც ადგილს, რომელსაც მოიცავს გადაცემული პარკირების ორგანიზების უფლება, აღარ განსაზღვრავს პარკირების ადგილად (მხოლოდ ამ პარკირების ადგილის ნაწილში). ამ შემთხვევაში, იმ პარკირების ადგილის ფართობის შესაბამისად, რომელიც აღარ არის განსაზღვრული პარკირების ადგილად, შემცირდება ხელშეკრულებით განსაზღვრული ორგანიზების უფლების საფასური;
ე)
საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
7.
პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხების, წყლის, კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზებისა და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოების წარმოება. აგრეთვე, სტიქიური მოველენების, მიტინგების, მანიფესტაციებისა და სხვა შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელი ხდება მოცემულ ადგილებზე ორგანიზების უფლების განხორციელება. აღნიშნულ შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედება შეჩერდება სამუშოებისა და სხვა შემაფერხებელი გარემოებების დასრულებამდე მხოლოდ ამ პარკირების ადგილის ნაწილში და შესაბამისად, ხელშეკრულების შეჩერების განმავლობაში, ორგანიზების უფლების მქონე პირს აღნიშნულ ადგილებზე არ მოეთხოვება ორგანიზების უფლების საფასურის გადახდა.
8.
ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით ხელშეკრულების ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირს არ დაუბრუნდება უკვე გადახდილი საფასური და არ წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი ხელშეკრულებით.
9.
ამ მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით ხელშეკრულების ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირს უფლება აქვს წაიღოს პარკირების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები.
10.
ამ მუხლის მე-6 პუნქტით, გარდა „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხელშეკრულების ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირს უფლება არა აქვს წაიღოს პარკირების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები. ამასთან, მას არ აუნაზღაურდება პარკირების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთების ღირებულება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი ხელშეკრულებით.
11.
პარკირების ორგანიზების უფლების, პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით გადაცემისას და აუქციონის წესით, გადაცემისას გარიგების გაფორმებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც გათვალისწინებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ · რედაქცია 26.02.2025
მუხლი 10. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით გადაცემისა და აუქციონის წესით, გადაცემის თაობაზე გარიგებათა გაფორმება და მათი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მხრიდან ცალმხრივად შეწ
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 10. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით გადაცემის და აუქციონის წესით გადაცემის თაობაზე გარიგებათა გაფორმება და მათი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტა
- მუხლი 9. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით გადაცემის და აუქციონის წესით გადაცემის თაობაზე გარიგებათა გაფორმება და მათი ხაშურის მუნიციპალიტეტის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტა
- მუხლი 10. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით გადაცემის და აუქციონის წესით გადაცემის თაობაზე გარიგებათა გაფორმება და მათი თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მხრიდან ცალმხრივად შეწყვ
- მუხლი 10. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით გადაცემისა და აუქციონის წესით გადაცემის თაობაზე გარიგებათა გაფორმება და მათი სენაკის მუნიციპალიტეტის მხრიდან ცალმხრივ
- მუხლი 7. პარკირების საფასური, პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის საფასური და მათი განსაზღვრის წესი
- მუხლი 6. პარკირების ორგანიზება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. საერთო მოთხოვნები ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრის მიმართ
- მუხლი 5. პარკირების სახეობები
- მუხლი 6. პარკირების ორგანიზება
- მუხლი 7. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის საფასური და მისი განსაზღვრის წესი
- მუხლი 8. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა
- მუხლი 9. პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, გადაცემა
- მუხლი 11. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
- მუხლი 12. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლ
- მუხლი 13. პარკირების საერთო ადგილების სარგებლობის საერთო წესები
- მუხლი 14. ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრა ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
- მუხლი 15. ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“, მუხლი 10, №69, 30.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016279 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.02.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2703949/muxli-10/