1.
პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
2.
პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, გადაცემა შეიძლება მოიცავდეს სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით მხოლოდ ერთმანეთთან უწყვეტად დაკავშირებული პარკირების ადგილებს, ან/და ერთ ლოტში გაერთიანებით პარკირების ადგილებს, რომლებიც სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით ერთმანეთთან უწყვეტად არ არიან დაკავშირებული, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3.
მხოლოდ პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრის მიზნით, პარკირების ორგანიზების უფლება, აუქციონის წესით, შეიძლება გაიცეს იმდაგვარად, რომ პარკირების ორგანიზების უფლება არ მოიცავდეს სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით მხოლოდ ერთმანეთთან უწყვეტად დაკავშირებული პარკირების ადგილებს, ან/და ერთ ლოტში გაერთიანებით პარკირების კონკრეტულ ადგილებს, არამედ პირს უფლება ექნება პარკირების ორგანიზების უფლება განახორციელოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში.
4.
პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, უფლების აუქციონის, პარკირების საერთო ადგილებისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, დადგენილი უნდა იყოს ავტომანქანის დგომის წესები (მართობული დგომა, 45-გრადუსიანი დგომა, 90-გრადუსიანი დგომა), გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, გადაცემისა.
5.
ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, გადაცემისას, პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა და აღნიშნულ ადგილებზე ავტომანქანის დგომის წესები (მართობული დგომა, 45-გრადუსიანი დგომა, 90-გრადუსიანი დგომა) დგინდება პირის, რომელსაც გადაეცა პარკირების ორგანიზების უფლება, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისადმი წარდგენილი წინადადებების საფუძველზე. აღნიშნულის შესაბამისად, პარკირების ადგილების განსაზღვრა ხდება ერთდროულად ან ეტაპობრივად, შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში.
6.
პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, უფლების აუქციონის, პარკირების სპეციალური ადგილებისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, წინამდებარე წესის შესაბამისად, დადგენილი უნდა იყოს ის მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა აღნიშნულ ადგილზე პარკირებისათვის.
7.
პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, უფლების აუქციონის, თუ პარკირების ადგილები, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, საჭიროებს კეთილმოწყობას, საცნობარო ნიშნებით აღჭურვასა და სხვა ღონისძიებების განხორციელებას, ისინი უნდა მიეთითოს სააუქციონო პირობებად.
8.
პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, გადაცემისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება დაწესდეს სხვა სააუქციონო პირობებიც, მათ შორის პარკირების საფასურის გადახდის წესების დადგენა, პარკირების ადგილზე ავტომანქანის ერთეული დგომისათვის პარკირების საფასურის მაქსიმუმის განსაზღვრა ან/და პარკირების წლიური საფასურის მაქსიმუმის განსაზღვრა.
9.
პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარებისას გამოიყენება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში განკარგვისას კანონმდებლობით დადგენილი წესები
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ · რედაქცია 26.02.2025
მუხლი 9. პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, გადაცემა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 9. პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით გადაცემა
- მუხლი 9. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემა
- მუხლი 9. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემა
- მუხლი 8. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემა
- მუხლი 8. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა
- მუხლი 8. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 4. საერთო მოთხოვნები ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრის მიმართ
- მუხლი 5. პარკირების სახეობები
- მუხლი 6. პარკირების ორგანიზება
- მუხლი 7. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის საფასური და მისი განსაზღვრის წესი
- მუხლი 8. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა
- მუხლი 10. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით გადაცემისა და აუქციონის წესით, გადაცემის თაობაზე გარიგებათა გაფორმება და მათი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მხრიდან ცალმხრივად შეწ
- მუხლი 11. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
- მუხლი 12. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლ
- მუხლი 13. პარკირების საერთო ადგილების სარგებლობის საერთო წესები
- მუხლი 14. ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრა ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“, მუხლი 9, №69, 30.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016279 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.02.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2703949/muxli-9/