1.
წინამდებარე წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ყველა ან რომელიმე სახეობის პარკირების ადგილების ან/და ერთი სახეობის (ქვესახეობის) პარკირების ყველა ან ზოგიერთი ადგილის ორგანიზების უფლება ექვემდებარება ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტისათვის გადაცემას.
2.
პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა შეიძლება მოხდეს პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლოდ.
3.
პარკირების ორგანიზების უფლება პირდაპირი წესით, უსასყიდლოდ გადაეცემათ:
ა)
სახელმწიფო ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოებს, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
ბ)
ქედის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლის 50%-ზე მეტი წილის მფლობელი არის ქედის მუნიციპალიტეტი;
გ)
სახელმწიფოს ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ან/და იურიდიულ პირებს, რომლის 50%-ზე მეტი წილის მფლობელი არის სახელმწიფო ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;
დ)
საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მხოლოდ სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
ე)
ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს (ინდივიდუალური მეწარმე და კერძო სამართლის იურიდიული პირი) მათ საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული იმ შენობა-ნაგებობების უშუალოდ მომიჯნავე ტერიტორიაზე, რომლებშიც აღნიშნული პირები ახორციელებენ თავიანთ ძირითად საქმიანობას;
4.
პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქედის მუნიციპალიტეტის მერია, რაც გაიცემა წერილობით, თანხმობის სახით.
5.
პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის მოთხოვნასთან ერთად ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები ქედის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენენ პარკირების ადგილების მოწყობის ესკიზურ პროექტს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს პარკირების ადგილების კეთილმოწყობისა და პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესებს (მართებული დგომა, 45-გრადუსიანი დგომა, 90-გრადუსიანი დგომა), თუ პარკირების ადგილებისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, უკვე დადგენილი არ არის აღნიშნული წესები ან/და მიზანშეწონილია ავტომანქანების დგომის უკვე დადგენილი წესებისაგან განსხვავებული წესების დადგენა.
6.
ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან პარკირებისათვის გადაცემული ადგილების, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეთანხმებული ესკიზური პროექტის შესაბამისად კეთილმოწყობა განახორციელონ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თანხმობის წერილით დაწესებულ ვადაში.
7.
პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემისას, პარკირების ადგილები, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, აკრძალულია გამოყენებულ იქნეს პარკირების სპეციალურ ადგილებად
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ · რედაქცია 29.06.2018
მუხლი 7. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 50%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 8. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა
- მუხლი 8. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა
- მუხლი 8. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა
- მუხლი 8. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა
- მუხლი 7. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა
- მუხლი 9. პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, გადაცემა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. რეგულირების სფერო
- მუხლი 2. ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესის მიზანი
- მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 4. საერთო მოთხოვნები ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრის მიმართ
- მუხლი 5. პარკირების სახეობები
- მუხლი 6. პარკირების ორგანიზება
- მუხლი 8. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის თაობაზე გარიგებათა გაფორმება და მათი ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტა
- მუხლი 9. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
- მუხლი 10. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზ
- მუხლი 11. პარკირების საერთო ადგილების სარგებლობის საერთო წესები
- მუხლი 12. ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრა ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2018. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 05/07/2018.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“, მუხლი 7, №29, 29.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016272 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4236324/muxli-7/