1.
პარკირების საერთო ადგილებზე დასაშვებია მხოლოდ იმ ავტომანქანების პარკირება, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით გათვალისწინებული არ არის პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა.
2.
პარკირების საერთო ადგილზე ავტომანქანის დგომა არ ჩაითვლება ავტომანქანის პარკირების წესების დარღვევად, თუ ავტომანქანის დგომა ხდება მგზავრთა ჩასხდომა- გადმოსხდომისათვის საჭირო დროით.
3.
წინამდებარე წესის მე-14 მუხლის მე-4, მე-6 და მე-8 პუნქტების შესაბამისად ტაქსად გამოყენებული ავტომანქანების პარკირების საერთო ადგილზე დგომა არ ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.
4.
წინამდებარე წესის 17-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად პარკირების საერთო ადგილზე იმ ავტომანქანების დგომა, რომლებიც ახორციელებენ ტვირთის სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაზიდვა-გადატანას, არ ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.
5.
იმ ავტომანქანების, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, პარკირების საერთო ადგილებზე პარკირება დასაშვებია, თუ ავტომანქანის მფლობელის მიერ პარკირების დაწყებისა და დასრულების დროს არ ხდება მესამე პირისათვის მომსახურების გაწევა, თუ პარკირების კონკრეტულ ადგილზე ზოგადად არ არის აკრძალული კონკრეტული სახეობის ავტომანქანის დგომა ან გაჩერება.
6.
ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისათვის, ავტომანქანის მფლობელი ვალდებულია ავტომანქანაზე განთავსებული არ ჰქონდეს ის საცნობარო ნიშანი, რომლის ავტომანქანაზე განთავსებაც სავალდებულოა იმ მომსახურების გაწევის დროს, რომლისთვისაც წინამდებარე წესით გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა. სხვა შემთხვევაში ავტომანქანის პარკირება ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.
7.
ამ მუხლის მოთხოვნები თანაბრად ვრცელდება როგორც ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, სხვა ტერიტორიებზე პარკირების საერთო ადგილებზე, ისე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე პარკირების საერთო ადგილებზე
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ · რედაქცია 29.06.2018
მუხლი 11. პარკირების საერთო ადგილების სარგებლობის საერთო წესები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 13. პარკირების საერთო ადგილების სარგებლობის საერთო წესები
- მუხლი 14. პარკირების საერთო ადგილების სარგებლობის საერთო წესები
- მუხლი 12. პარკირების საერთო ადგილების სარგებლობის საერთო წესები
- მუხლი 14. პარკირების საერთო ადგილების სარგებლობის საერთო წესები
- მუხლი 13. პარკირების საერთო ადგილების სარგებლობის საერთო წესები
- მუხლი 11. პარკირების საერთო ადგილების სარგებლობის საერთო წესები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. პარკირების სახეობები
- მუხლი 6. პარკირების ორგანიზება
- მუხლი 7. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა
- მუხლი 8. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის თაობაზე გარიგებათა გაფორმება და მათი ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტა
- მუხლი 9. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
- მუხლი 10. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზ
- მუხლი 12. ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრა ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
- მუხლი 13. ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე
- მუხლი 14. ტაქსების პარკირების ადგილების სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები
- მუხლი 15. იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილების განსაზღვრა საზოგადოებრივ სივრცეებში, ქედის მუნიციპალიტეტის საკ
- მუხლი 16. იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის ს
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2018. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 05/07/2018.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“, მუხლი 11, №29, 29.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016272 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4236324/muxli-11/