1.
იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილებისათვის შეიძლება განსაზღვრულ იქნას ნებისმიერი საზოგადოებრივი სივრცეები, ასევე ის მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქედის მუნიციპალიტეტის სახელზე ან/და ექვემდებარება საჯარო რეესტრში ქედის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციას, თუ წინამდებარე მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2.
აკრძალულია ამ მუხლით გათვალისწინებული პარკირების ადგილებად ქუჩებისა და ტროტუარების განსაზღვრა.
3.
საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე ამ მუხლით გათვალისწინებული ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქედის მუნიციპალიტეტის მერია.
4.
ამ მუხლით გათვალისწინებულ პარკირების ადგილებზე, თუ პარკირების ორგანიზების უფლება გადაცემულია მესამე პირზე, მხოლოდ პარკირების ორგანიზების უფლების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით დასაშვებია მცირე ზომის კაფე-ბარების, საპირფარეშოების, საშხაპეების, ღია ავტოსამრეცხაოების და ოფისების მშენებლობა. პარკირების ადგილებზე, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, ამ პუნქტით გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობის უფლება აქვს პირს, რომელზეც გადაცემულია პარკირების ორგანიზების უფლება