1. იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილებისათვის შეიძლება განსაზღვრულ იქნეს ნებისმიერი საზოგადოებრივი სივრცეები, ასევე ის მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ხაშურის მუნიციპალიტეტის სახელზე ან/და ექვემდებარება საჯარო რეესტრში ხაშურის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციას, თუ წინამდებარე მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. აკრძალულია ამ მუხლით გათვალისწინებული პარკირების ადგილებად ქუჩებისა და ტროტუარების განსაზღვრა.
3. საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე ამ მუხლით გათვალისწინებული ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას ხაშურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე იღებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია დააწესოს ის მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა (დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობა) ამ მუხლით გათვალისწინებულ პარკირების ადგილებზე პარკირებისათვის (ავტომანქანის მარკა, ტექნიკური მდგომარეობა, გამოშვების წლის მინიმუმის განსაზღვრა, ფერი, მუდმივი საცნობარო ნიშანი, საცნობარო ნიშანი, რომლიც გამოიყენება ავტომანქანის მიერ უშუალოდ მომსახურების გაწევის დროს, მძღოლის უნიფორმა და სხვა).
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ პარკირების ადგილებზე, თუ პარკირების ორგანიზების უფლება გადაცემულია მესამე პირზე, მხოლოდ პარკირების ორგანიზების უფლების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით დასაშვებია მცირე ზომის კაფებარების, საპირფარეშოების, საშხაპეების, ღია ავტოსამრეცხაოების და ოფისების მშენებლობა. პარკირების ადგილებზე, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, ამ პუნქტით გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობის უფლება აქვს პირს, რომელზეც გადაცემულია პარკირების ორგანიზების უფლებ