1.
პარკირების საერთო ადგილები შეიძლება მოეწყოს ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთზე, წინამდებარე წესით დადგენილი წესების დაცვით.
2.
ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების საერთო ადგილის მოწყობის მიზნით მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე განცხადებით მიმართავს ქედის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. განცხადებასთან ერთად დაინტერესებული პირი მერიას წარუდგენს პარკირების ადგილების მოწყობის ესკიზურ პროექტს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს პარკირების საერთო ადგილისათვის განკუთვნილი ტერიტორიის კეთილმოწყობისა (მათ შორის, შესაბამისი საგზაო ნიშნებით აღჭურვას) და ავტომანქანების დგომის წესებს (მართობული დგომა, 45- გრადუსიანი დგომა ან/და 90- გრადუსიანი დგომა), ასევე მიწის ნაკვეთზე საკუთრების ან/და სარგებლობის დამდგენ დოკუმენტს.
3.
ქედის მუნიციპალიტეტის მერია წარმოდგენილ განცხადებას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი რეგისტრაციიდან 20 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია და მისი დარღვევის შემთხვევაში პარკირების საერთო ადგილების მოწყობაზე გადაწყვეტილება ითვლება მიღებულად. შესაბამისად, ამ პუნქტით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში მერიას უფლება არ აქვს უარი უთხრას დაინტერესებულ პირს პარკირების ადგილების მოწყობაზე.
4.
ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების საერთო ადგილების მოწყობის ან მოწყობაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება მერიის მიერ მიიღება წერილის სახით.
5.
ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ავტომანქანების პარკირების საერთო ადგილების მოწყობის თაობაზე მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა ადგენდეს ტერიტორიის წარმოდგენილი ესკიზური პროექტის შესაბამისად მოწყობის ვადებს.
6.
ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დადგენილი ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის დადგენილი ვადისა. დადგენილი ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართვა ხდება ვადის გასვლამდე. სხვა შემთხვევაში ვადა ითვლება დარღვეულად.
7.
პარკირების საერთო ადგილებისათვის განკუთვნილი ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად დადგენილი ვადის დარღვევისას მერიის მიერ გაცემული თანხმობა ითვლება ძალადაკარგულად, რაც არ საჭიროებს ცალკე (დამატებითი) გადაწყვეტილების მიღებას. ასეთ დროს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე პარკირების საერთო ადგილების მოწყობის მოთხოვნით მერიას მიმართავს ახალი განცხადებით, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული წარმოება იწყება თავიდან.
8.
ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისას გამოიყენება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მოთხოვნები.
9.
ამ მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ · რედაქცია 29.06.2018
მუხლი 10. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზ
მთავარი მონაცემები
- ვადა 20 სამუშაო დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 13. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის ,მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზ
- მუხლი 13. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზ
- მუხლი 12. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლ
- მუხლი 11. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზ
- მუხლი 12. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტი საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახ
- მუხლი 10. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. საერთო მოთხოვნები ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრის მიმართ
- მუხლი 5. პარკირების სახეობები
- მუხლი 6. პარკირების ორგანიზება
- მუხლი 7. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა
- მუხლი 8. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის თაობაზე გარიგებათა გაფორმება და მათი ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტა
- მუხლი 9. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
- მუხლი 11. პარკირების საერთო ადგილების სარგებლობის საერთო წესები
- მუხლი 12. ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრა ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
- მუხლი 13. ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე
- მუხლი 14. ტაქსების პარკირების ადგილების სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები
- მუხლი 15. იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილების განსაზღვრა საზოგადოებრივ სივრცეებში, ქედის მუნიციპალიტეტის საკ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2018. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 05/07/2018.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“, მუხლი 10, №29, 29.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016272 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4236324/muxli-10/