1. პარკირების საერთო ადგილები შეიძლება მოეწყოს ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე. მათ შორის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთზე, წინამდებარე წესით, დადგენილი წესების დაცვით.
2. სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე პარკირების საერთო ადგილის მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილებას მოძრაობის უსაფრთხოებისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით იღებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, თუ პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის ხდება საფასურის დაწესება.
3. ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე პარკირების საერთო ადგილის მოწყობის მიზნით მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე განცხადებით მიმართავს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს. განცხადებასთან ერთად, დაინტერესებული პირი სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს პარკირების ადგილების მოწყობის ესკიზურ პროექტს, რომელივ უნდა ითვალისწინებდეს პარკირების საერთო ადგილისათვის განკუთვნილი ტერიტორიის კეთილმოწყობას (მათ შორის, შესაბამისი საგზაო ნიშნებით აღჭურვას) და ავტომანქანების დგომის წესებს (მართობული დგომა, 45 გრადუსიანი დგომა და/და 90 გრადუსიანი დგომა), ასევე მიწის ნაკვეთზე საკუთრების ან/და სარგებლობის დამდგენ დოკუმეტს .
4. სენაკის მუნიციპალიტეტის მერია წარმოდგენილ განცხადებას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია და მისი დარღვევის შემთხვევაში პარკირების საერთო ადგილების მოწყობაზე გადაწყვეტილება ითვლება მიღებულად. შესაბამისად, ამ პუნქტით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას უფლება არ აქვს უარი უთხრას დაინტერესებულ პირს პარკირების ადგილების მოწყობაზე.
5. ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე ავტომანქანის პარკირების საერთო ადგილების მოწყობის თაობაზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა ადგენდეს ტერიტორიის წარმოდგენილი ესკიზური პროექტის შესაბამისად, მოწყობის ვადებს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დადგენილი ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის დადგენილი ვადისა. დადგენილი ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართვა ხდება ვადის გასვლამდე. სხვა შემთხვევაში ვადა ითვლება დარღვეულა
7. პარკირების საერთო ადგილებისათვის განკუთვნილი ტერიტორიის კეთილმოწყობის სათვის ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტის შესაბამისად დადგენილი ვადის დარღვევისას სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული თანხმობა ითვლება ძალადაკარგულად, რაც საჭირეობს ცალკე გადაწყვეტილების მიღებას. ასეთ დროს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე პარკირების საერთო ადგილების მოწყობის მოთხოვნით სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართავს ახალი განცხადებით, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული წარმოება იწყება თავიდან.
8. ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღრისას გამოიყენება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მოთხოვნებ