1. პარკირების საერთო ადგილები შეიძლება მოეწყოს ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთზე, წინამდებარე წესით დადგენილი წესების დაცვით.

2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების საერთო ადგილის მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილებას მოძრაობის უსაფრთხოებისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით იღებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, თუ პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის ხდება საფასურის დაწესება.

3. ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების საერთო ადგილის მოწყობის მიზნით მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე განცხადებით მიმართავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს. განცხადებასთან ერთად დაინტერესებული პირი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს პარკირების ადგილების მოწყობის ესკიზურ პროექტს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს პარკირების საერთო ადგილისათვის განკუთვნილი ტერიტორიის კეთილმოწყობისა (მათ შორის, შესაბამისი საგზაო ნიშნებით აღჭურვას) და ავტომანქანების დგომის წესებს (მართობული დგომა, 45-გრადუსიანი დგომა ან/და 90-გრადუსიანი დგომა), ასევე მიწის ნაკვეთზე საკუთრების ან/და სარგებლობის დამდგენ დოკუმენტს.

4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი წარმოდგენილ განცხადებას იხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესებით.

5. ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების საერთო ადგილების მოწყობის ან მოწყობაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახით.

6. ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ავტომანქანების პარკირების საერთო ადგილების მოწყობის თაობაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა ადგენდეს ტერიტორიის წარმოდგენილი ესკიზური პროექტის შესაბამისად მოწყობის ვადებს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად დადგენილი ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის დადგენილი ვადისა. დადგენილი ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართვა ხდება ვადის გასვლამდე. სხვა შემთხვევაში ვადა ითვლება დარღვეულად.

8. პარკირების საერთო ადგილებისათვის განკუთვნილი ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად დადგენილი ვადის დარღვევისას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემული თანხმობა ითვლება ძალადაკარგულად, რაც არ საჭიროებს ცალკე (დამატებითი) გადაწყვეტილების მიღებას. ასეთ დროს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე პარკირების საერთო ადგილების მოწყობის მოთხოვნით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს მიმართავს ახალი განცხადებით, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული წარმოება იწყება თავიდან.

9. ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისას გამოიყენება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მოთხოვნები.

10. ამ მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი