1. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მერი, წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით.
2. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემა შეიძლება მოიცავდეს სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით მხოლოდ ერთმანეთთან უწყვეტად დაკავშირებულ პარკირების ადგილებს, ან/და ერთ ლოტში გაერთიანებით პარკირების ადგილებს, რომლებიც სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით ერთმანეთთან უწყვეტად არ არიან დაკავშირებული, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. მხოლოდ პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრის მიზნით, პარკირების ორგანიზების უფლება აუქციონის წესით შეიძლება გაიცეს იმდაგვარად, რომ პარკირების ორგანიზების უფლება არ მოიცავდეს სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით მხოლოდ ერთმანეთთან უწყვეტად დაკავშირებულ პარკირების ადგილებს, ან/და ერთ ლოტში გაერთიანებით პარკირების კონკრეტულ ადგილებს, არამედ პირს უფლება ექნება პარკირების ორგანიზების უფლება განახორციელოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში.
4. აკრძალულია პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემისას ერთ ლოტში გაერთიანდეს პარკირების სხვადასხვა სახეობის ან/და პარკირების ერთი სახეობის სხვადასხვა ქვესახეობას მიკუთვნებული პარკირების ადგილები.
5. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემამდე პარკირების საერთო ადგილებისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, დადგენილი უნდა იყოს ავტომანქანის დგომის წესები (მართობული დგომა, 45-გრადუსიანი დგომა, 90-გრადუსიანი დგომა), გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემისა.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემისას პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა და აღნიშნულ ადგილებზე ავტომანქანის დგომის წესები (მართობული დგომა, 45-გრადუსიანი დგომა, 90-გრადუსიანი დგომა) დგინდება პირის, რომელსაც გადაეცა პარკირების ორგანიზების უფლება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისადმი წარდგენილი წინადადებების საფუძველზე. აღნიშნულის შესაბამისად, პარკირების ადგილების განსაზღვრა ხდება ერთდროულად ან ეტაპობრივად, შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში.
7. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემამდე პარკირების სპეციალური ადგილებისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, წინამდებარე წესის შესაბამისად დადგენილი უნდა იყოს ის მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა აღნიშნულ ადგილზე პარკირებისათვის.
8. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემამდე, თუ პარკირების ადგილები, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება საჭიროებს კეთილმოწყობას, საცნობარო ნიშნებით აღჭურვას და სხვა ღონისძიებების განხორციელებას, ისინი უნდა მიეთითოს სააუქციონო პირობებად.
9. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს სხვა სააუქციონო პირობებიც, მათ შორის, პარკირების საფასურის გადახდის წესების დადგენა, პარკირების ადგილზე ავტომანქანის ერთეული დგომისათვის პარკირების საფასურის მაქსიმუმის განსაზღვრა ან/და პარკირების წლიური საფასურის მაქსიმუმის განსაზღვრა.
10. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების მიმართ გამოიყენება კანონმდებლობით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში განკარგვის მიმართ დადგენილი წესებ