1. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ხაშურის  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.

2. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემა შეიძლება მოიცავდეს სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით მხოლოდ ერთმანეთთან უწყვეტად დაკავშირებულ პარკირების ადგილებს, ან/და ერთ ლოტში გაერთიანებით პარკირების ადგილებს, რომლებიც სივრცითტერიტორიული თვალსაზრისით ერთმანეთთან უწყვეტად არ არიან დაკავშირებული, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. მხოლოდ პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრის მიზნით, პარკირების ორგანიზების უფლება აუქციონის წესით შეიძლება გაიცეს იმდაგვარად, რომ პარკირების ორგანიზების უფლება არ მოიცავდეს სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით მხოლოდ ერთმანეთთან უწყვეტად დაკავშირებულ პარკირების ადგილებს, ან/და ერთ ლოტში გაერთიანებით პარკირების კონკრეტულ ადგილებს, არამედ პირს უფლება ექნება პარკირების ორგანიზების უფლება განახორციელოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში.

4. აკრძალულია პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემისას ერთ ლოტში გაერთიანდეს პარკირების სხვადასხვა სახეობის ან/და პარკირების ერთი სახეობის სხვადასხვა ქვესახეობას მიკუთვნებული პარკირების ადგილები.

5. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემამდე პარკირების საერთო ადგილებისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, დადგენილი უნდა იყოს ავტომანქანის დგომის წესები (პარალელური დგომა, 45გრადუსიანი დგომა, 90-გრადუსიანი დგომა), გარდა ამ მუხლის მე3 პუნქტის შესაბამისად პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემისა.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემისას, პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა და აღნიშნულ ადგილებზე ავტომანქანის დგომის წესები (პარალელური დგომა, 45-გრადუსიანი დგომა, 90გრადუსიანი დგომა) დგინდება პირის, რომელსაც გადაეცა პარკირების ორგანიზების უფლება, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისადმი წარდგენილი წინადადებების საფუძველზე. აღნიშნულის შესაბამისად, პარკირების ადგილების განსაზღვრა ხდება ერთდროულად ან ეტაპობრივად, შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში.

7. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემამდე პარკირების სპეციალური ადგილებისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, წინამდებარე წესის შესაბამისად დადგენილი უნდა იყოს ის მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა აღნიშნულ ადგილზე პარკირებისათვის.

8. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემამდე, თუ პარკირების ადგილები, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, საჭიროებს კეთილმოწყობას, საცნობარო ნიშნებით აღჭურვას და სხვა ღონისძიებების განხორციელებას, ისინი უნდა მიეთითოს სააუქციონო პირობებად.

9. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს სხვა სააუქციონო პირობებიც.

10. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების მიმართ გამოიყენება კანონმდებლობით ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში განკარგვის მიმართ დადგენილი წესებ