1. პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით.

2. პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, გადაცემა შეიძლება მოიცავდეს სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით მხოლოდ ერთმანეთთან უწყვეტად დაკავშირებული პარკირების ადგილებს, ან/და ერთ ლოტში გაერთიანებით პარკირების ადგილებს, რომლებიც სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით ერთმანეთთან უწყვეტად არ არიან დაკავშირებული, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. მხოლოდ პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრის მიზნით, პარკირების ორგანიზების უფლება, აუქციონის წესით, შეიძლება გაიცეს იმდაგვარად, რომ პარკირების ორგანიზების უფლება არ მოიცავდეს სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით მხოლოდ ერთმანეთთან უწყვეტად დაკავშირებული პარკირების ადგილებს, ან/და ერთ ლოტში გაერთიანებით პარკირების კონკრეტულ ადგილებს, არამედ პირს უფლება ექნება პარკირების ორგანიზების უფლება განახორციელოს სენაკის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში.

4. პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, გადაცემისას, პარკირების საერთო ადგილებისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, დადგენილი უნდა იყოს ავტომანქანის დგომის წესები (მართობული დგომა, 45-გრადუსიანი დგომა, 90-გრადუსიანი დგომა), გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, გადაცემისა.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, გადაცემისას, პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა და აღნიშნულ ადგილებზე ავტომანქანის დგომის წესები (მართობული დგომა, 0-გრადუსიანი დგომა; 45-გრადუსიანი დგომა, 90-გრადუსიანი დგომა) დგინდება იმ პირის მიერ, რომელსაც გადაეცა პარკირების ორგანიზების უფლება, სენაკის მუნიციპალიტეტის მერისადმი წარდგენილი წინადადებების საფუძველზე. აღნიშნულის შესაბამისად, პარკირების ადგილების განსაზღვრა ხდება ერთდროულად ან ეტაპობრივად, შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში.

6. პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, უფლების აუქციონის, პარკირების სპეციალური ადგილებისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, წინამდებარე წესის შესაბამისად, დადგენილი უნდა იყოს ის მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა აღნიშნულ ადგილზე პარკირებისათვის.

7. პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, უფლების აუქციონის, თუ პარკირების ადგილები, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, საჭიროებს კეთილმოწყობას, საცნობარო ნიშნებით აღჭურვასა და სხვა ღონისძიებების განხორციელებას, ისინი უნდა მიეთითოს სააუქციონო პირობებად.

8. პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, გადაცემისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება დაწესდეს სხვა სააუქციონო პირობებიც, მათ შორის პარკირების საფასურის გადახდის წესების დადგენა, პარკირების ადგილზე ავტომანქანის ერთეული დგომისათვის პარკირების საფასურის მაქსიმუმის განსაზღვრა ან/და პარკირების წლიური საფასურის მაქსიმუმის განსაზღვრა.

9. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარებისას გამოიყენება სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში განკარგვისას კანონმდებლობით დადგენილი წესებ