1. პარკირების ორგანიზებას ახორციელებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს კანონმდებლობისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პარკირების ორგანიზება გულისხმობს:
ა) პარკირების საერთო და სპეციალური ადგილების განსაზღვრას, პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დადგენას (მართობული დგომა, 90-გრადუსიანი დგომა ან/და 45-გრადუსიანი დგომა);
ბ) ქალაქ ტყიბულის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე ავტომანქანების პარკირების მთლიანად ან ნაწილობრივი შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას;
გ) პარკირების სპეციალურ ადგილებზე ცალკეული ავტომანქანის პარკირებისათვის გარკვეული მოთხოვნების შემუშავებას და დასამტკიცებლად საკრებულოსათვის წარდგენას;
დ) სპეციალურად დაცული სადგომის (საჯარიმო სადგომების) მოწყობა-ორგანიზებას, თუ პარკირების ორგანიზების უფლება გადაცემული არა აქვს მესამე პირს;
ე) მოძრაობის უსაფრთხოებისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე პარკირების საერთო ადგილის მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, თუ პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის ხდება საფასურის დაწესება, პარკირების საერთო ადგილების მოწყობის ესკიზური პროექტის შეთანხმებას, პარკირების საერთო ადგილების შეთანხმებული ესკიზური პროექტის შესაბამისად, კეთილმოწყობისათვის ვადების განსაზღვრას;
ვ) მოძრაობის უსაფრთხოებისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური თუ კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე პარკირების სპეციალური ადგილის მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, პარკირების სპეციალური ადგილების მოწყობის ესკიზური პროექტის შეთანხმებას, პარკირების სპეციალური ადგილების შეთანხმებული ესკიზური პროექტის შესაბამისად, კეთილმოწყობისათვის ვადების განსაზღვრას;
ზ) პარკირების ორგანიზების უფლების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, მესამე პირებისათვის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას;
თ) პარკირების ადგილების შესაბამისი საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას;
ი) საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესით, გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელებას.
3. პარკირება, როგორც წესი, საკანალიზაციო და ნარჩენების შემკრები კონტეინერის განთავსების ადგილიდან არანაკლებ 1 მეტრის რადიუსის დაშორებით.
4. ქალაქ ტყიბულში ტროტუარზე ასევე, პარკირების ადგილის მომიჯნავე, მოსაზღვრე ტროტუარზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება აკრძალულია, თუ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ არ არის განსაზღვრული პარკირების ადგილად.
5. სპეციალური პარკირების ადგილზე შესაძლებელია მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება, ვისთვისაც განკუთვნილია ეს პარკირების ადგილი.
6. სადღესასწაულო და მასობრივი ღონისძიებების გამართვის დროს, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან რაიმე სხვა მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისთვის ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია, დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქალაქ ტყიბულის ადმინისტრაციულ საზღვრებში ცალკეულ ადგილებში, გარკვეული დღეების, დღე-ღამის გარკვეული მონაკვეთების განმავლობაში ცალკეული სახეობის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის აკრძალოს/დაუშვას პარკირება ან/და დააწესოს პარკირების სპეციალური პირობები.
7. გზაზე რეკლამის მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით განთავსებას ითანხმებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული.
8. დაუშვებელია პარკირების ადგილზე მდგომი/გაჩერებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება სამეწარმეო საქმიანობის მიზნი