1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირება დაიშვება მხოლოდ პარკირების ადგილზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2.პარკირების ადგილზე უფასო პარკირება დასაშვებია იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტში გამოიყენება:

ა) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების ან ლიკვიდაციისათვის;

ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის;

გ) ნებადართული სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის;

დ) დაგვა-დასუფთავებისთვის;

ე) ინკასაციისთვის;

ვ) ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის პარკირების ადგილზე უფასო ან/და დაყენების ხერხის დარღვევით პარკირება დასაშვებია იმ დროით, რომელიც საჭიროა შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად.

4.ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ პარკირების ადგილების განსაზღვრას გათვალისწინებული უნდა იქნას:

ა) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;

ბ) ქალაქ ტყიბულის განვითარების ინტერესები;

გ) მოსახლეობის სიმჭიდროვე;

დ) ავტოსატრანსპორტო ნაკადი;

ე) ეკოლოგიური მდგომარეობა;

ვ) გზის გამტარუნარიანობა;

ზ) საზოგადოების სხვა ინტერესებ