1. ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება დაიშვება პარკირების ადგილებზე, ასევე ყველა იმ ადგილზე სადაც არ არის გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო ნიშანი ან გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო მონიშვნა ან ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა აკრძალვა.
2. პარკირების ფასიან ადგილებზე, უფასო პარკირება დასაშვებია იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გამოიყენება:
ა) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების ან ლიკვიდაციისთვის;
ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის;
გ) ნებადართული სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოების წარმოებისთვის;
დ) დაგვა-დასუფთავებისთვის;
ე) ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის.
3. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი სატრანსპორტო საშუალებებისათვის პარკირების ადგილებზე უფასო ან/და დაყენების ხერხის დარღვევით პარკირება დასაშვებია იმ დროით, რომელიც საჭიროა შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად.
4. ქალაქ ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მხოლოდ ელექტროძრავა აქვს და რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია, გათავისუფლდეს დადგენილი საფასურის გადახდისგან.
5. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ პარკირების ადგილების განსაზღვრა ხდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;
ბ) მუნიციპალიტეტის განვითარების ინტერესები;
გ) მოსახლეობის სიმჭიდროვე;
დ) ავტოსატრანსპორტო ნაკადის ინტენსივობა;
ე) ეკოლოგიური მდგომარეობა;
ვ) გზის გამტარუნარიანობა;
ზ) საზოგადოების სხვა ინტერესებ