1. პარკირების ადგილზე, პარკირება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტებისა და ამ წესის  შესაბამისად.

2. პარკირება დაიშვება, თუ არ არის გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო ნიშანი ან გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო მონიშვნა ან ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა აკრძალვა.

3. პარკირება, როგორც წესი, დაიშვება სახანძრო ჰიდრანტის, საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების, ნარჩენების შემკრები კონტეინერის განთავსების ადგილიდან არანაკლებ 2 მეტრის რადიუსის დაშორებით.

4. ადგილები, სადაც  პარკირება აკრძალულია, აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით ან/და საგზაო მონიშვნებით, ასევე ამკრძალავ ნიშანს შესაძლებელია ახლდეს სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის შესახებ მონიშვნა.

5. პარკირების ადგილები აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით, საგზაო მონიშვნებით და დამატებითი ინფორმაციის ნიშნებით (დაფებით), ასევე საგზაო ნიშანს შესაძლებელია ახლდეს სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის, თვლების ბლოკირების ან სხვა შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენების შესახებ მინიშნებები.

6.  სადღესასწაულო და მასობრივი ღონისძიებების გამართვის დროს, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან რაიმე სხვა მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში, ცალკეულ ადგილებში, გარკვეული დღეების, დღე-ღამის გარკვეული მონაკვეთების განმავლობაში ცალკეული სახეობის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის აკრძალოს/დაუშვას პარკირება ან/და დააწესოს პარკირების სპეციალური პირობებ