1. ფასიან პარკირების ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება შეიძლება საფასურის გადახდით.

2. პარკირების ადგილზე პარკირების საფასურის გადახდის ვალდებულება ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს ან/და მესაკუთრეს, რომელმაც პარკირების საფასური უნდა გადაიხადოს ამ დადგენილების შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში უნდა დაასაბუთოს მის მიერ საფასურის გადახდა.

3. პარკირების საფასურის გადახდისას მიეთითება ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტი, ტრანზიტული ნომერი ან „TES“ ნომერი.

4. პარკირების საფასურის,  პარკირების წესების დარღვევისათვის, ასევე პარკირების საფასურის გადაუხდელობისათვის დაკისრებული საჯარიმო თანხების გადახდა განხორციელდეს სწრაფი გადახდის აპარატის (Pay აპარატების) გამოყენებით.

5. პარკირების საფასურის გადახდა ხორციელდება:

ა) პარკირების ტალონის შეძენით;

ბ) სწრაფი გადახდის აპარატის გამოყენებით;

გ) ბანკომატის საშუალებით;

დ) საბანკო ტრანზაქციით პარკირების ოპერატორის  მიერ შერჩეულ საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკში;

ე) ელექტრონული გადახდის სხვა საშუალებებით.

6. ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური გადახდილად ითვლება გადახდილი პარკირების საფასურის ვადის ამოწურვამდე. პარკირების საფასურის წინასწარ გადახდის შემთხვევაში გადახდის დღედ მიიჩნევა ანგარიშსწორების განხორციელების დღე, ხოლო მისი აქტივაცია (ვადის ათვლა) მოხდება წინა პერიოდის პარკირების საფასურის ვადის ამოწურვისთანავე.

7. ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიერ, პარკირების საფასურის  გადახდის შემდგომ, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე უფლებამოსილია პარკირების საფასურის გადატანის შესახებ მიმართოს პარკირების ოპერატორს, რა დროსაც პარკირების ოპერატორი ვალდებულია შესაბამისი ცვლილება ასახოს მიმართვისთანავ