1.
წინამდებარე წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ყველა ან რომელიმე სახეობის პარკირების ადგილებით ან/და ერთი სახეობის (ქვესახეობის) პარკირების ყველა ან ზოგიერთი ადგილით სარგებლობისათვის შეიძლება დაწესდეს საფასური, თუ პარკირების ორგანიზების უფლება უსასყიდლოდ არ არის გადაცეული მესამე პირზე წინამდებარე წესის შესაბამისად.
2.
წინამდებარე წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ყველა ან რომელიმე სახეობის პარკირების ადგილების ან/და ერთი სახეობის (ქვესახეობის) პარკირების ყველა ან ზოგიერთი ადგილის ორგანიზების უფლება ექვემდებარება ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტისათვის გადაცემას სასყიდლით ან უსასყიდლოდ.
3.
პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლით გადაცემისას, გადაცემის საფასურის წლიური მინიმალური ოდენობის განსაზღვრის მიზნით დგინდება პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიული საფასური.
4.
პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიულ საფასურს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე განსაზღვრავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
5.
პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიული საფასური დგინდება პარკირების ადგილებისათვის განსაზღვრული ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისათვის.
6.
პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლით გადაცემისას, გადაცემის საფასურის წლიური ოდენობა არ შეიძლება იყოს პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიულ საფასურზე ნაკლები.
7.
პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიული საფასური არ შეიძლება იყოს სახელმწიფო ან/და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობის ნორმატიულ ოდენობაზე ნაკლები.
8.
ამ მუხლის შესაბამისად, პარკირების საფასური შეიძლება დაწესდეს პარკირების ადგილზე ავტომანქანის ერთეული დგომისათვის ან/და დაწესდეს პარკირების წლიური საფასური.
9.
პარკირების საფასური გადახდილი უნდა იქნეს პარკირების დაწყებისთანავე, წინააღმდეგ შემთხვევაში ითვლება, რომ პარკირება მოხდა საფასურის გადახდის გარეშე, რასაც უკავშირდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შედეგები
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ · რედაქცია 26.02.2025
მუხლი 7. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის საფასური და მისი განსაზღვრის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 7. პარკირების საფასური, პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის საფასური და მათი განსაზღვრის წესი
- მუხლი 7. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის განსაზღვრის წესი
- მუხლი 7. პარკირების საფასური, პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის საფასური და მათი განსაზღვრის წესი
- მუხლი 8. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა
- მუხლი 5. პარკირების სახეობები
- მუხლი 8. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. რეგულირების სფერო
- მუხლი 2. ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესის ამოცანები
- მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 4. საერთო მოთხოვნები ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრის მიმართ
- მუხლი 5. პარკირების სახეობები
- მუხლი 6. პარკირების ორგანიზება
- მუხლი 8. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა
- მუხლი 9. პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, გადაცემა
- მუხლი 10. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით გადაცემისა და აუქციონის წესით, გადაცემის თაობაზე გარიგებათა გაფორმება და მათი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მხრიდან ცალმხრივად შეწ
- მუხლი 11. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
- მუხლი 12. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლ
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“, მუხლი 7, №69, 30.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016279 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.02.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2703949/muxli-7/