წინამდებარე წესის ამოცანებია:
ა)
ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით ავტომანქანების პარკირების ორგანიზებულობის უზრუნველყოფა;
ბ)
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ)
საგზაო მოძრაობის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
დ)
ქვეითად მოსიარულეთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა;
ე)
მგზავრთა გადაყვანის მიზნით ტექნიკურად გამართული ავტომანქანების გამოყენების უზრუნველყოფა;
ვ)
პარკირების სფეროს განვითარება;
ზ)
ავტომანქანების პარკირების ორგანიზებულობით:
ზ.ა)
ავტომანქანის პარკირებისას ან/და მოძრაობისას დაბრკოლებების გამორიცხვა;
ზ.ბ)
ორმაგი პარკირების გამორიცხვა;
თ)
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მიღება