1. წინამდებარე წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ყველა ან რომელიმე სახეობის პარკირების ადგილების ან/და ერთი სახეობის (ქვესახეობის) პარკირების ყველა ან ზოგიერთი ადგილის ორგანიზების უფლება ექვემდებარება ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტისათვის გადაცემას.
2. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა შეიძლება მოხდეს პირდაპირი განკარგვის ან აუქციონის წესით; ხოლო პარკირების ორგანიზების უფლება პირდაპირი განკარგვის წესით შეიძლება გაიცეს როგორც სასყიდლით, ისე უსასყიდლოდ.
3. პარკირების ორგანიზების უფლება უსასყიდლოდ გადაეცემათ:
ა) სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ორგანოებს, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
ბ) თვითმმართველი
ქ. ბათუმის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ან/და იურიდიულ პირებს, რომლის 50%-ზე მეტი წილის მფლობელი არის თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
გ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
დ) სახელმწიფოს ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ან/და იურიდიულ პირებს, რომლის 50%-ზე მეტი წილის მფლობელი არის სახელმწიფო ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
ე) დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებს და მისიებს, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
4. პარკირების ორგანიზების უფლების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქ. ბათუმის მერია, რაც გაიცემა წერილობით, თანხმობის სახით.
5. პარკირების ორგანიზების უფლების უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნასთან ერთად ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები ქ. ბათუმის მერიას წარმოუდგენენ პარკირების ადგილების მოწყობის ესკიზურ პროექტს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს პარკირების ადგილების კეთილმოწყობისა და პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესებს (მართობული დგომა, 45-
გრადუსიანი დგომა, 90-
გრადუსიანი დგომა), თუ პარკირების ადგილებისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, უკვე დადგენილი არ არის აღნიშნული წესები ან/და მიზანშეწონილია ავტომანქანების დგომის უკვე დადგენილი წესებისაგან განსხვავებული წესების დადგენა;
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან პარკირებისათვის გადაცემული ადგილების, ქ. ბათუმის მერიის მიერ შეთანხმებული ესკიზური პროექტის შესაბამისად,კეთილმოწყობა განახორციელონ ქ. ბათუმის მერიის მიერ, თანხმობის წერილით დაწესებულ ვადაში.
7. დაუშვებელია უსასყიდლოდ გადაცემულ იქნეს პარკირების სპეციალური ადგილების ორგანიზების უფლება.
8. პარკირების ორგანიზების უფლების უსასყიდლოდ გადაცემისას, პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, აკრძალულია რაიმე სახის საფასურის დაწესება.
9. პარკირების ორგანიზების უფლების უსასყიდლოდ გადაცემისას, პარკირების ადგილები, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, აკრძალულია გამოყენებულ იქნე
ს პარკირების სპეციალურ ადგილებად.
10. პარკირების ორგანიზების უფლება სასყიდლით პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცემათ:
ა) თვითმმართველი
ქ. ბათუმის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ან/და იურიდიულ პირებს, რომლის 50%-ზე მეტი წილის მფლობელი არის თვითმმართველი ქალაქი ბათუმი;
ბ) სახელმწიფოს ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ან/და იურიდიულ პირებს, რომლის 50%-ზე მეტი წილის მფლობელი არის სახელმწიფო ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;
გ) ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს (ინდივიდუალური მეწარმე და კერძო სამართლის იურიდიული პირი) მათ საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული იმ შენობა-ნაგებობების უშუალოდ მომიჯნავე ტერიტორიაზე, რომლებშიც აღნიშნული პირები ახორციელებენ თავიანთ ძირითად საქმიანობას;
დ) თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მიმართ ერთიანი წესების მოქმედების მიზნით, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიის დარჩენილ ნაწილში პარკირების ორგანიზების უფლება სასყიდლით პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცემა პირს, რომელსაც პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრის მიზნით, პარკირების ორგანიზების უფლება წინამდებარე წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გადაცემული აქვს იმდაგვარად, რომ პარკირების ორგანიზების უფლება არ მოიცავს სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით ერთმანეთთან უწყვეტად დაკავშირებულ პარკირების ადგილებს, ან/და ერთ ლოტში გაერთიანებით პარკირების კონკრეტულ ადგილებს, არამედ პირს უფლება აქვს პარკირების ორგანიზების უფლება განახორციელოს თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიის რომელიმე ნაწილში.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის მოთხოვნასთან ერთად წარმოადგინონ პარკირების ადგილების მოწყობის ესკიზური პროექტი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს პარკირების ადგილების კეთილმოწყობისა და პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესებს (მართობული დგომა, 45-
გრადუსიანი დგომა, 90-
გრადუსიანი დგომა), თუ პარკირების ადგილებისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, უკვე დადგენილი არ არის აღნიშნული წესები ან/და მიზანშეწონილია ავტომანქანების დგომის უკვე დადგენილი წესებისაგან განსხვავებული წესების დადგენა.
12. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან პარკირებისათვის გადაცემული ადგილების ქ. ბათუმის მერიის მიერ შეთანხმებული ესკიზური პროექტის შესაბამისად კეთილმოწყობა განახორციელონ პარკირების ორგანიზების უფლების მიმნიჭებელი აქტით დაწესებულ ვადაში.
13. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, დააწესონ საფასური, ან/და პარკირების ადგილები გამოიყენონ მხოლოდ სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობისათვის ან დააწესონ მისით სარგებლობის სხვა შეზღუდვები და აკრძალვები.
14. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით გადაცემისას, პარკირების ადგილები, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, აკრძალულია გამოყენებულ იქნე
ს პარკირების სპეციალურ ადგილებად.
15. პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანო