1. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით და აუქციონის წესით გადაცემისას მხარეებს შორის ფორმდება პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება.
2. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით გადაცემისას ხელშეკრულების გაფორმების საფუძველს წარმოადგენს პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით გადაცემის თაობაზე თვითმმართველი
ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემისას ხელშეკრულების გაფორმების საფუძველს წარმოადგენს საჯარო ვაჭრობის მიმდინარეობის შესახებ ოქმი (სააუქციონო ვაჭრობის ოქმი), ხოლო არსებობისას, საჯარო ვაჭრობის მიმდინარეობის შესახებ ოქმის (სააუქციონო ვაჭრობის ოქმის) დამტკიცების თაობაზე თვითმმართველ ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება წერილობითია, მაგრამ იგი არ საჭიროებს სანოტარო ან/და სხვა წესით დადასტურებას (დამოწმებას), რაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია უძრავ ნივთებთან დაკავშირებით დადებული გარიგებების ფორმის მიმართ.
5. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს მხარეთა უფლება-მოვალეობებს და სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისას პირგასამტეხლოს ოდენობას.
6. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით გადაცემის თაობაზე თვითმმართველი
ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობები და პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემაზე აუქციონის გამოცხადების თაობაზე თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი სააუქციონო პირობები წარმოადგენს სახელშეკრულებო პირობებს იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი გათვალისწინებული არ არის ხელშეკრულებით.
7. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველია:
ა) გაფრთხილების მიუხედავად დაწესებულ ვადაში სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის,გაფრთხილების მიუხედავად სახელშეკრულებო პირობების განმეორებით დარღვევა;
ბ) დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა;
გ) გაფრთხილების მიუხედავად წინამდებარე წესის მოთხოვნების დარღვევა;
დ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ადგილს, რომელსაც მოიცავს გადაცემული პარკირების ორგანიზების უფლება, აღარ განსაზღვრავს პარკირების ადგილად;
ე) ადგილი, რომელსაც მოიცავს გადაცემული პარკირების ორგანიზების უფლება, საჭიროა კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხების, წყლის, კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზების და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით ხელშეკრულების თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მიერ ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირს არ დაუბრუნდება უკვე გადახდილი საფასური და არ წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი ხელშეკრულებით.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით ხელშეკრულების თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მიერ ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირს უფლება აქვს წაიღოს პარკირების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები.
10. ამ მუხლის მე-7 პუნქტით, გარდა „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხელშეკრულების თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მიერ ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირს უფლება არ აქვს წაიღოს პარკირების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები. ამასთან, მას არ აუნაზღაურდება პარკირების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთების ღირებულება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი ხელშეკრულებით.
11. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით გადაცემისას და აუქციონის წესით გადაცემისას გარიგების გაფორმებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც გათვალისწინებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ · რედაქცია 29.05.2018
მუხლი 10. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით გადაცემის და აუქციონის წესით გადაცემის თაობაზე გარიგებათა გაფორმება და მათი თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მხრიდან ცალმხრივად შეწყვ
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 10. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით გადაცემისა და აუქციონის წესით, გადაცემის თაობაზე გარიგებათა გაფორმება და მათი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მხრიდან ცალმხრივად შეწ
- მუხლი 10. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით გადაცემის და აუქციონის წესით გადაცემის თაობაზე გარიგებათა გაფორმება და მათი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტა
- მუხლი 9. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით გადაცემის და აუქციონის წესით გადაცემის თაობაზე გარიგებათა გაფორმება და მათი ხაშურის მუნიციპალიტეტის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტა
- მუხლი 10. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით გადაცემისა და აუქციონის წესით გადაცემის თაობაზე გარიგებათა გაფორმება და მათი სენაკის მუნიციპალიტეტის მხრიდან ცალმხრივ
- მუხლი 6. პარკირების ორგანიზება
- მუხლი 6. პარკირების ორგანიზება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. საერთო მოთხოვნები ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრის მიმართ
- მუხლი 5. პარკირების სახეობები
- მუხლი 6. პარკირების ორგანიზება
- მუხლი 7. პარკირების საფასური, პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის საფასური და მათი განსაზღვრის წესი
- მუხლი 8. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა
- მუხლი 9. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემა
- მუხლი 11. პარკირების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება
- მუხლი 12. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
- მუხლი 13. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის ,მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზ
- მუხლი 14. პარკირების საერთო ადგილების სარგებლობის საერთო წესები
- მუხლი 15. ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრა ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“, მუხლი 10, №25, 15.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 310150000.35.132.016008 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1054612/muxli-10/