1.
პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემისას მხარეებს შორის ფორმდება პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება.
2.
პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით  გადაცემისას ხელშეკრულების გაფორმების საფუძველს წარმოადგენს პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერიის აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3.
პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება წერილობითია, მაგრამ იგი არ საჭიროებს სანოტარო ან/და სხვა წესით დადასტურებას (დამოწმებას), რაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია უძრავ ნივთებთან დაკავშირებით დადებული გარიგებების ფორმის მიმართ.
4.
პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობები წარმოადგენს სახელშეკრულებო პირობებს იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი გათვალისწინებული არ არის ხელშეკრულებით.
5.
პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველია:
ა)
გაფრთხილების მიუხედავად დაწესებულ ვადაში სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, გაფრთხილების მიუხედავად სახელშეკრულებო პირობების განმეორებით დარღვევა;
ბ)
გაფრთხილების მიუხედავად წინამდებარე წესის მოთხოვნების დარღვევა;
გ)
უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ადგილს, რომელსაც მოიცავს გადაცემული პარკირების ორგანიზების უფლება, აღარ განსაზღვრავს პარკირების ადგილად;
დ)
ადგილი, რომელსაც მოიცავს გადაცემული პარკირების ორგანიზების უფლება, საჭიროა კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხების, წყლის, კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზების და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის;
ე)
საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
6.
ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით ხელშეკრულების ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირს უფლება აქვს წაიღოს პარკირების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები.
7.
ამ მუხლის მე-5 პუნქტით, გარდა „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხელშეკრულების ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირს უფლება არ აქვს წაიღოს პარკირების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები. ამასთან, მას არ აუნაზღაურდება პარკირების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთების ღირებულება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი ხელშეკრულებით.
8.
პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით  გადაცემისას გარიგების გაფორმებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც გათვალისწინებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით