1. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება ავტომანქანების ყველა სახეობის პარკირების ადგილების მიმართ, თუ ამავე მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. პარკირებისათვის განსაზღვრული ადგილები სახანძრო ჰიდრანტის, საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების, ნარჩენების შემკრები კონტეინერების განთავსების ადგილიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ ორი მეტრით, ხოლო გზაჯვარედინებზე ქუჩების გადაკვეთის დაწყების ადგილიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 3-4 მეტრით.
3. აკრძალულია პარკირებისათვის გამოყენებულ იქნე
ს:
ა) ის ადგილები, რომლებიც განკუთვნილია ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელებისათვის;
ბ) მონიშნული საველოსიპედო ბილიკები;
გ) ავტობუსების, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანების მარშრუტზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის და მათი სვლაგეზის მიმართულებით მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის (ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის) განკუთვნილი ადგილები;
დ) ქუჩა მთლიანად ან ნაწილობრივ, რომელზეც შესვლა ან მოძრაობა აკრძალულია.
4. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში პარკირების ადგილების განსაზღვრისას, ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების ადგილების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი ფაქტორები:
ა) ქალაქის განვითარების ინტერესები;
ბ) მოსახლეობის სიმჭიდროვე;
გ) სატრანსპორტო ნაკადი;
დ) ქუჩების გამტარუნარიანობა;
ე) საგზაო მოძრაობის წესები;
ვ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;
ზ) საქალაქო და საქალაქთაშორისო (სარაიონოთაშორისო) სამგზავრო ტრანსპორტის ერთიანი სამარშრუტო სქემა;
თ) ეკოლოგიური მდგომარეობა;
ი) საზოგადოების სხვა ინტერესები.
5. პარკირების სპეციალურ ადგილებზე დასაშვებია მხოლოდ იმ ავტომანქანების პარკირება, რისთვისაც განკუთვნილია პარკირების აღნიშნული ადგილები, თუ ამავე წესით სხვა რამ არ არის დადგენილი.
6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ან სხვა პირს, რომელიც მართავს შესაბამისი საცნობი ნიშნის მატარებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, პარკირების უფლება აქვს სპეციალური პარკირების ადგილებზე, თუ უახლოესი 100 მეტრის რადიუსში არ არის განსაზღვრული პარკირების საერთო ადგილები და ავტომანქანის პარკირება გამოწვეულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ჩასხდომისათვის ან გადმოსხდომისათვის.
7. ადგილები, სადაც პარკირება ფასიანია ან აკრძალულია, აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საგზაო ნიშნებით ან/და შესაბამისი საგზაო მონიშვნით.
8. ფასიანი პარკირების ადგილები, შესაბამისი საგზაო ნიშნების ან/და საგზაო მონიშვნის გარდა აღჭურვილი უნდა იყოს პარკირების პირობების ამსახველი საინფორმაციო დაფით და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოწყობილობებითა და საშუალებებით.
9. პარკირების საერთო ადგილებზე იმ ავტომანქანის პარკირების შემთხვევაში, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, ავტომანქანა ექვემდებარება საჯარიმო სადგომზე გადაყვანას, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როცა ამ პუნქტით გათვალისწინებული საზოგადოებრივი სივრცეები აღჭურვილი არ არის შესაბამისი საცნობარო ნიშნით.
10. ქუჩის გარდა სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის,ტროტუარზე ავტომანქანის პარკირებისას, სადაც განთავსებული არ არის პარკირების საცნობარო ნიშანი ან/და მონიშვნის ნიშანი, ავტომანქანა ექვემდებარება საჯარიმო სადგომზე გადაყვანას, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როცა ამ პუნქტით გათვალისწინებული საზოგადოებრივი სივრცეები აღჭურვილი არ არის შესაბამისი საცნობარო ნიშნით.
11. ავტომანქანის ქუჩის იმ ადგილებზე პარკირებისას, სადაც დგომა ან გაჩერება აკრძალულია, ავტომანქანა შეიძლება დაექვემდებაროს საჯარიმო სადგომზე გადაყვანას. ამ მიზნით სავალდებულოა, ტერიტორია, სადაც ავტომანქანის დგომა ან გაჩერება აკრძალულია, „დგომა აკრძალულია“ ან „გაჩერება აკრძალულია“ საცნობარო ნიშანთან ან/და მონიშვნის ნიშანთან ერთად აღჭურვილი იყოს „ექვემდებარება საჯარიმო სადგომზე გადაყვანას“ საცნობარო ნიშნით.
12. ქუჩებში განსაზღვრული პარკირების ადგილები მონიშვნის ხაზით გამიჯნული უნდა იყოს ტერიტორიის სხვა ნაწილისაგან.
13. აკრძალულია პარკირების ადგილზე ავტომანქანის პარკირება მონიშვნის ხაზის დარღვევით – მონიშვნის ხაზს გარეთ.
14. სავალდებულოა პარკირების საერთო ადგილებზე რამდენიმე ადგილი გათვალისწინებული იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის პარკირებისათვის. ამ მიზნით გამოყოფილი ადგილები აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საცნობარო ნიშნით.
15. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე დასაშვებია მხოლოდ იმ ავტომანქანის პარკირება, რომელსაც აქვს შესაბამისი საცნობი ნიშანი.
16. იმ ავტომანქანების, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრულია აღნიშნული ავტომანქანების პარკირებისათვის, პარკირება დასაშვებია, თუ ავტომანქანის მფლობელის მიერ პარკირების დაწყებისა და დასრულების დროს არ ხდება მესამე პირისათვის მომსახურების გაწევა და თუ პარკირების კონკრეტულ ადგილზე ზოგადად არ არის აკრძალული კონკრეტული სახეობის ავტომანქანის დგომა ან გაჩერება.
17. ამ მუხლის მე-16 პუნქტის მიზნებისათვის, ავტომანქანის მფლობელი ვალდებულია ავტომანქანაზე განთავსებული არ ჰქონდეს ის საცნობარო ნიშანი, რომლის ავტომანქანაზე განთავსებაც სავალდებულოა იმ მომსახურების გაწევის დროს, რომლისთვისაც წინამდებარე წესით გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა. სხვა შემთხვევაში ავტომანქანის პარკირება ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.
18. პარკირების ადგილების განსაზღვრა ან/და პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა არ ზღუდავს ან/და არ კრძალავს, პარკირების ადგილები, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, გამოყენებულ იქნე
ს კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქციარეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის. თუ აღნიშნული სამუშაოებისათვის საჭირო ადგილებს მოიცავს მესამე პირისათვის გადაცემული პარკირების ორგანიზების უფლება, ასეთი გადაწყვეტილება შესაბამის ნაწილში ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია. შესაბამისად გამოიყენება წინამდებარე წესის მე-10 მუხლის ნორმები.
19. პარკირების ადგილების განსაზღვრა ან/და პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა უფლებამისილ ორგანოს არ უზღუდავს ან/და არ უკრძალავს მიიღოს გადაწყვეტილება, ადგილი, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, აღარ განსაზღვროს პარკირების ადგილად. ასეთი გადაწყვეტილება, პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის შემთხვევაში,შესაბამის ნაწილში ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია. შესაბამისად გამოიყენება წინამდებარე წესის მე-10 მუხლის ნორმები