1. წინამდებარე წესი არეგულირებს თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესებს.
2. წინამდებარე წესი არეგულირებს ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესებს იმ შემთხვევაშიც, როცა მიწის ნაკვეთი განკუთვნილი არ არის მხოლოდ პარკირების სპეციალური ადგილებისათვის, არამედ პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა და ავტომანქანების პარკირება წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე უკვე მიმდინარე ძირითადი საქმიანობის დამატებით საქმიანობას და პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა ემსახურება ძირითადი საქმიანობის უკეთ განხორციელებას (მაგ.
: სასტუმროების მიერ საკუთარი ტაქსების ქონა, რომლებიც მოემსახურება თუნდაც მხოლოდ ამავე სასტუმროში დაბინავებულ პირს).
3. წინამდებარე წესი არეგულირებს ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკუთრებაში არსებულ სხვა ტერიტორიებზე პარკირების ორგანიზების უფლების მესამე პირისათვის გადაცემის წესებს.
4. თუ ტერიტორია, რომელიც არ წარმოადგენს ქუჩას ან/და სხვა საზოგადოებრივ სივრცეს, არამედ იგი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თვითმმართველ ქ. ბათუმის სახელზე ან/და კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება თვითმმართველ
ქ. ბათუმის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრაციას, განსაზღვრული იქნა პარკირების ადგილებისათვის, აღნიშნული მიწის ნაკვეთის სარგებლობისა და განკარგვის მიმართ არ გამოიყენება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტები და ამ დროს გამოიყენება წინამდებარე წესის მოთხოვნები.
5. წინამდებარე წესი არ არეგულირებს:
ა) ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებით ავტომანქანების პარკირებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ბ) ავტოსადგურების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ავტომანქანების პარკირებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
გ) ავტომანქანების პარკირებისათვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობებში ავტომანქანების პარკირების წესებს;
დ) ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესებს იმ შემთხვევაში, როცა მიწის ნაკვეთი განკუთვნილი არ არის მხოლოდ პარკირების საერთო ადგილებისათვის, არამედ პარკირების საერთო ადგილებზე ავტომანქანების პარკირება წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე უკვე მიმდინარე ძირითადი საქმიანობის დამატებით საქმიანობას და პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ემსახურება ძირითადი საქმიანობის უკეთ განხორციელებას (მაგ.
: სასტუმროების მიერ მათ ტერიტორიაზე ამავე სასტუმროში დაბინავებული პირის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების პარკირება);
ე) ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე პარკირების ორგანიზების უფლების სხვა პირისათვის გადაცემის საკითხებს;
ვ) ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების სადგურებში (მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები) ავტომანქანების პარკირების წესებს;
ზ) იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების პარკირებაზე, რომლებიც გამოიყენება სამშენებლო საქმიანობისათვის, მათ შორის,მიწის სამუშაოებისათვის (ყველა სახის ტრაქტორი და თვითმავალი მანქანა), თუ სატრანსპორტო საშუალების პარკირება ხდება სამშენებლო მოედანზე ან/და ასეთი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან/და მფლობელი მომსახურების გაწევისა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზნით არ ახდენს იმ ტერიტორიაზე პარკირებას, რომელიც არ იმყოფება მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ · რედაქცია 29.05.2018
მუხლი 1. რეგულირების სფერო
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესის ამოცანები
- მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 4. საერთო მოთხოვნები ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრის მიმართ
- მუხლი 5. პარკირების სახეობები
- მუხლი 6. პარკირების ორგანიზება
- მუხლი 7. პარკირების საფასური, პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის საფასური და მათი განსაზღვრის წესი
- მუხლი 8. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა
- მუხლი 9. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემა
- მუხლი 10. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით გადაცემის და აუქციონის წესით გადაცემის თაობაზე გარიგებათა გაფორმება და მათი თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მხრიდან ცალმხრივად შეწყვ
- მუხლი 11. პარკირების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება
- მუხლი 12. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“, მუხლი 1, №25, 15.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 310150000.35.132.016008 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1054612/muxli-1/