1. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანო.
2. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემა შეიძლება მოიცავდეს სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით მხოლოდ ერთმანეთთან უწყვეტად დაკავშირებულ პარკირების ადგილებს, ან/და ერთ ლოტში გაერთიანებით პარკირების ადგილებს, რომლებიც სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით ერთმანეთთან უწყვეტად არ არიან დაკავშირებული, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. მხოლოდ პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრის მიზნით, პარკირების ორგანიზების უფლება აუქციონის წესით შეიძლება გაიცეს იმდაგვარად, რომ პარკირების ორგანიზების უფლება არ მოიცავდეს სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით მხოლოდ ერთმანეთთან უწყვეტად დაკავშირებულ პარკირების ადგილებს, ან/და ერთ ლოტში გაერთიანებით პარკირების კონკრეტულ ადგილებს, არამედ პირს უფლება ექნება პარკირების ორგანიზების უფლება განახორციელოს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მთელს ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში.
4. აკრძალულია პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემისას ერთ ლოტში გაერთიანდეს პარკირების სხვადასხვა სახეობას ან/და პარკირების ერთი სახეობის სხვადასხვა ქვესახეობას მიკუთვნებული პარკირების ადგილები.
5. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემამდე პარკირების საერთო ადგილებისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, დადგენილი უნდა იყოს ავტომანქანის დგომის წესები (მართობული დგომა, 45-
გრადუსიანი დგომა, 90-
გრადუსიანი დგომა), გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემისა.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემისას, პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა და აღნიშნულ ადგილებზე ავტომანქანის დგომის წესები (მართობული დგომა, 45-
გრადუსიანი დგომა, 90-
გრადუსიანი დგომა) დგინდება პირის, რომელსაც გადაეცა პარკირების ორგანიზების უფლება, ქ. ბათუმის მერიისადმი წარდგენილი წინადადებების საფუძველზე. აღნიშნულის შესაბამისად პარკირების ადგილების განსაზღვრა ხდება ერთდროულად ან ეტაპობრივად, შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში.
7. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემამდე პარკირების სპეციალური ადგილებისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, წინამდებარე წესის შესაბამისად დადგენილი უნდა იყოს ის მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა აღნიშნულ ადგილზე პარკირებისათვის.
8. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემამდე, თუ პარკირების ადგილები, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, საჭიროებს კეთილმოწყობას, საცნობარო ნიშნებით აღჭურვას და სხვა ღონისძიებების განხორციელებას, ისინი უნდა მიეთითოს სააუქციონო პირობებად.
9. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს სხვა სააუქციონო პირობებიც, მათ შორის პარკირების საფასურის გადახდის წესების დადგენა, პარკირების ადგილზე ავტომანქანის ერთეული დგომისათვის პარკირების საფასურის მაქსიმუმის განსაზღვრა ან/და პარკირების წლიური საფასურის მაქსიმუმის განსაზღვრა.
10. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების მიმართ გამოიყენება კანონმდებლობით თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში განკარგვის მიმართ დადგენილი წესები
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ · რედაქცია 29.05.2018
მუხლი 9. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 9. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემა
- მუხლი 9. პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, გადაცემა
- მუხლი 9. პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით გადაცემა
- მუხლი 8. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემა
- მუხლი 8. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა
- მუხლი 8. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 4. საერთო მოთხოვნები ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრის მიმართ
- მუხლი 5. პარკირების სახეობები
- მუხლი 6. პარკირების ორგანიზება
- მუხლი 7. პარკირების საფასური, პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის საფასური და მათი განსაზღვრის წესი
- მუხლი 8. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა
- მუხლი 10. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით გადაცემის და აუქციონის წესით გადაცემის თაობაზე გარიგებათა გაფორმება და მათი თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მხრიდან ცალმხრივად შეწყვ
- მუხლი 11. პარკირების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება
- მუხლი 12. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
- მუხლი 13. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის ,მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზ
- მუხლი 14. პარკირების საერთო ადგილების სარგებლობის საერთო წესები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“, მუხლი 9, №25, 15.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 310150000.35.132.016008 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1054612/muxli-9/