1. წინამდებარე წესის მიზნებისათვის თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების ადგილები იყოფა ორ ძირითად სახეობად – პარკირების საერთო ადგილები და პარკირების სპეციალური ადგილები.
2. პარკირების სპეციალური ადგილები თავის მხრივ იყოფა შემდეგ ქვესახეობებად:
ა) ტაქსების პარკირების ადგილები;
ბ) იმ ავტომანქანების პარკირების ადგილები, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში.
3. წინამდებარე წესის მიზნებისათვის, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომანქანების პარკირების მომწესრიგებელი ნორმები ვრცელდება ასევე ყველა იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების პარკირებაზეც, რომლებიც გამოიყენება სამშენებლო საქმიანობისათვის, მათ შორის,მიწის სამუშაოებისათვის (ყველა სახის ტრაქტორი და თვითმავალი მანქანა), თუ ასეთი სატრანსპორტო საშუალების მფლობელი მომსახურების გაწევისა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზნით ახდენს იმ ტერიტორიაზე პარკირებას, რომელიც არ იმყოფება მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში.
4. თვითმმართველ ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო უფლებამოსილია განსაზღვროს პარკირების სპეციალური ადგილების სხვა ქვესახეობები. პარკირების სპეციალური ადგილების ქვესახეობის განსაზღვრასთან ერთად სავალდებულოა განისაზღვროს პარკირების აღნიშნული ადგილებით სარგებლობის წესებიც
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ · რედაქცია 29.05.2018
მუხლი 5. პარკირების სახეობები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. რეგულირების სფერო
- მუხლი 2. ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესის ამოცანები
- მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 4. საერთო მოთხოვნები ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრის მიმართ
- მუხლი 6. პარკირების ორგანიზება
- მუხლი 7. პარკირების საფასური, პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის საფასური და მათი განსაზღვრის წესი
- მუხლი 8. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა
- მუხლი 9. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემა
- მუხლი 10. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით გადაცემის და აუქციონის წესით გადაცემის თაობაზე გარიგებათა გაფორმება და მათი თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მხრიდან ცალმხრივად შეწყვ
- მუხლი 11. პარკირების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება
- მუხლი 12. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“, მუხლი 5, №25, 15.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 310150000.35.132.016008 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1054612/muxli-5/