1. წინამდებარე წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ყველა ან რომელიმე სახეობის პარკირების ადგილებით ან/და ერთი სახეობის (ქვესახეობის) პარკირების ყველა ან ზოგიერთი ადგილით სარგებლობისათვის შეიძლება დაწესდეს საფასური, თუ პარკირების ორგანიზების უფლება უსასყიდლოდ არ არის გადაცეული მესამე პირზე წინამდებარე წესის შესაბამისად.

2. წინამდებარე წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ყველა ან რომელიმე სახეობის პარკირების ადგილების ან/და ერთი სახეობის (ქვესახეობის) პარკირების ყველა ან ზოგიერთი ადგილის ორგანიზების უფლება ექვემდებარება ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტისათვის გადაცემას სასყიდლით ან უსასყიდლოდ.

3. პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლით გადაცემისას, გადაცემის საფასურის წლიური მინიმალური ოდენობის განსაზღვრის მიზნით დგინდება პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის საფასური.

4. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის საფასურს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის წარდგინების საფუძველზე განსაზღვრავს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

5. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის საფასური დგინდება ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესის შესაბამისად.

6. ამ მუხლის შესაბამისად, პარკირების საფასური შეიძლება დაწესდეს პარკირების ადგილზე ავტომანქანის ერთეული დგომისათვის ან/და დაწესდეს პარკირების წლიური საფასური.

7. პარკირების საფასური გადახდილი უნდა იქნეს პარკირების დაწყებისთანავე, წინააღმდეგ შემთხვევაში ითვლება, რომ პარკირება მოხდა საფასურის გადახდის გარეშე, რასაც უკავშირდება კანონმდებლობით გათვალისიწნებული შედეგებ