1. პარკირების ორგანიზებას ახორციელებს  მესამე პირი წინამდებარე წესის შესაბამისად.

2. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პარკირების ორგანიზება გულისხმობს:

ა) პარკირების საერთო და სპეციალური ადგილების განსაზღვრას, პარკირების საერთო ადგილებზე ავტომანქანების    დგომის წესების დადგენას (მართობული დგომა, 90-გრადუსიანი დგომა ან/და 45-გრადუსიანი დგომა);

ბ) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე ავტომანქანების პარკირების მთლიანად ან ნაწილობრივი შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას;

გ) პარკირების სპეციალურ ადგილებზე ცალკეული ავტომანქანის პარკირებისათვის გარკვეული მოთხოვნების შემუშავებას და საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას;

დ) პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის საფასურის განსაზღვრას და საკრებულოსთვის დასამტკიცებლად  წარდგენას;

ე)  პარკირების  ორგანიზების  უფლების  გადაცემის  თაობაზე  შესაბამის  ხელშეკრულებაზე  ხელის  მოწერას, ასევე მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე შეთანხმებებზე  (ხელშეკრულებებზე)  ხელის მოწერას;

ვ) კონტროლის განხორციელებას ხელშეკრულების მხარის მიერ სახელშეკრულებო პირობების განხორციელებაზე; ამ მიზნით ხელშეკრულების მხარისათვის ხელშეკრულებიდან (ოქმიდან) გამომდინარე გაფრთხილებებისა და სხვა შეტყობინებების გაგზავნას; ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების   მიზნით   ხელშეკრულების   მხარისათვის  დამატებითი  ვადების  დაწესებას;  ხელშეკრულების მხარის  მიერ სახელშეკრულებო პირობების დარღვევისას პირგასამტეხლოს დაკისრების ან/და მისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას; სენაკის მუნიციპალიტეტის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხის განხილვას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მიერ და შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემას პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე; ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა უფლებებისა და მოვალეობების განხორციელებას;

ზ) პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლიანი ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით, განკარგვაზე გადაწყვეტილების მიღებას  სენაკის  მუნიციპალიტეტის მერის მიერ და თანხმობის მისაღებად შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის საკრებულოსათვის წარდგენას;

თ)  პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლიანი ფორმით, აუქციონის წესით, განკარგვაზე გადაწყვეტილების მიღებას  სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მიერ და თანხმობის მისაღებად შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის საკრებულოსათვის წარდგენას;

ი)  პარკირების  ორგანიზების  უფლების  წინამდებარე  წესით, გათვალისწინებული პირებისათვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას;

კ)  საქართველოს კანონმდებლობითა  და  წინამდებარე წესით, გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელებას.

3. პარკირების ადგილების უსასყიდლოდ  გადაცემისას, პარკირების ადგილების მიმართ, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, მესამე პირის მიერ პარკირების ორგანიზება გულისხმობს:

ა) პარკირების ადგილების მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფას;

ბ) პარკირების ადგილების საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას;

გ) პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დაცვაზე კონტროლის დაწესებას;

დ) პარკირების ორგანიზების უფლების მინიჭების აქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას;

ე) წინამდებარე წესის მოთხოვნების სრულად შესრულებას.

4. ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე პარკირების ორგანიზება გულისხმობს:

ა) პარკირების ადგილების მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფას;

ბ) პარკირების ადგილების საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას;

გ) პარკირების ადგილებზე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფას;

დ) პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დაცვაზე კონტროლის დაწესებას;

ე) პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის  საფასურის დაწესებას და საფასურის ოდენობის განსაზღვრას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ზედა ზღვარის ფარგლებში;

ვ) სპეციალური დაცული სადგომის (საჯარიმო სადგომების) მოწყობა-ორგანიზებას;

ზ) პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში, ავტომანქანის სპეციალურად დაცულ სადგომზე (საჯარიმო სადგომეზე) გადაყვანის უზრუნველყოფას;

თ) პარკირების ორგანიზების უფლების მინიჭების აქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას;

ი)  წინამდებარე წესის მოთხოვნების სრულად შესრულებას;

კ) სხვა პირებისათვის პარკირების ადგილების ორგანიზების უფლების გადაცემა