1. პარკირების ორგანიზებას ახორციელებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია ან მესამე პირი წინამდებარე წესის შესაბამისად.
2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პარკირების ორგანიზება გულისხმობს:
ა) პარკირების საერთო და სპეციალური ადგილების განსაზღვრის, პარკირების საერთო ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დადგენას (მართობული დგომა, 90-გრადუსიანი დგომა ან/და 45-გრადუსიანი დგომა);
ბ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე ავტომანქანების პარკირების მთლიანად ან ნაწილობრივი შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას;
გ) პარკირების სპეციალურ ადგილებზე ცალკეული ავტომანქანის პარკირებისათვის გარკვეული მოთხოვნების შემუშავებას და საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად საკრებულოს თავმჯდომარისადმი წარდგენას;
დ) პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის განსაზღვრას და საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად საკრებულოს თავმჯდომარისადმი წარდგენას, თუ პარკირების საფასურის ამოღებას ახდენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია;
ე) პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის საფასურის განსაზღვრას და საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენას;
ვ) პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის დაწესებული საფასურის ამოღებას, თუ აღნიშნულ ადგილებში პარკირების ორგანიზების უფლება გადაცემული არ აქვს მესამე პირს;
ზ) პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, ასევე მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე შეთანხმებებზე ხელმოწერას;
თ) კონტროლის განხორციელებას ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების განხორციელებაზე, ამ მიზნით ხელშეკრულების მხარისათვის ხელშეკრულებიდან (ოქმიდან) გამომდინარე გაფრთხილებებისა და სხვა შეტყობინებების გაგზავნას, ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით ხელშეკრულების მხარისათვის დამატებითი ვადების დაწესებას, ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების დარღვევისას პირგასამტეხლოს დაკისრების ან/და მისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხის განხილვას და მერისათვის ხელმოსაწერად შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენას, პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა უფლებებისა და მოვალეობების განხორციელებას;
ი) მოძრაობის უსაფრთხოებისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების საერთო ადგილის მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, თუ პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის ხდება საფასურის დაწესება, პარკირების საერთო ადგილების მოწყობის ესკიზური პროექტის შეთანხმებას, პარკირების საერთო ადგილების შეთანხმებული ესკიზური პროექტის შესაბამისად კეთილმოწყობისათვის ვადების განსაზღვრას;
კ) მოძრაობის უსაფრთხოებისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური თუ კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების სპეციალური ადგილის მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, პარკირების სპეციალური ადგილების მოწყობის ესკიზური პროექტის შეთანხმებას, პარკირების სპეციალური ადგილების შეთანხმებული ესკიზური პროექტის შესაბამისად კეთილმოწყობისათვის ვადების განსაზღვრას;
ლ) პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლიანი ფორმით პირდაპირი განკარგვის წესით განკარგვაზე გადაწყვეტილების მიღებას და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის საკრებულოსათვის წარდგენას;
მ) პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლიანი ფორმით აუქციონის წესით განკარგვაზე გადაწყვეტილების მიღებას, სააუქციონო პირობების შემუშავებას და შესაბამისი სამართლებრივი აქტის საკრებულოსათვის წარდგენას;
ნ) პარკირების ორგანიზების უფლების წინამდებარე წესით გათვალისწინებული პირებისათვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, რაც გაიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახით;
ო) პარკირების ადგილების შესაბამისი საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას, პარკირების ადგილებზე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფას, თუ არ ხდება პარკირების ორგანიზების უფლების მესამე პირისათვის გადაცემა;
პ) საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელებას.
3. პარკირების ადგილების უსასყიდლოდ გადაცემისას, პარკირების ადგილების მიმართ, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, მესამე პირის მიერ პარკირების ორგანიზება გულისხმობს:
ა) პარკირების ადგილების მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფას;
ბ) პარკირების ადგილების საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას;
გ) პარკირების ადგილებზე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფას;
დ) პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დაცვაზე კონტროლის დაწესებას;
ე) პარკირების ორგანიზების უფლების მინიჭების აქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას;
ვ) წინამდებარე წესის მოთხოვნების სრულად შესრულებას.
4. პარკირების ადგილების სასყიდლით გადაცემისას, პარკირების ადგილების მიმართ, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, მესამე პირის მიერ პარკირების ორგანიზება გულისხმობს:
ა) პარკირების ადგილების მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფას;
ბ) პარკირების ადგილების საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას;
გ) პარკირების ადგილებზე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფას;
დ) პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დაცვაზე კონტროლის დაწესებას;
ე) პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დაწესებას და საფასურის ოდენობის განსაზღვრას;
ვ) პარკირების ორგანიზების უფლების მინიჭების აქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას;
ზ) წინამდებარე წესის მოთხოვნების სრულად შესრულებას.
5. ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების ორგანიზება გულისხმობს:
ა) პარკირების ადგილების მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფას;
ბ) პარკირების ადგილების საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას;
გ) პარკირების ადგილებზე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფას;
დ) პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დაცვაზე კონტროლის დაწესებას;
ე) პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დაწესებას და საფასურის ოდენობის განსაზღვრას;
ვ) პარკირების ადგილების მოწყობაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის თანხმობის წერილით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას;
ზ) წინამდებარე წესის მოთხოვნების სრულად შესრულებას.
6. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია პარკირების ორგანიზება მთლიანად ან ნაწილობრივ განახორციელოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობი