1. პარკირების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების საკითხები წესრიგდება პარკირების დაწესების თაობაზე ან/და პარკირების საფასურის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე სამართლებრივი აქტით.

2. პარკირების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება ვრცელდება მესამე პირის მიერ პარკირების ორგანიზების უფლების განხორციელების დროსაც, გარდა წინამდებარე წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების