1. პარკირების ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება შეიძლება საფასურის გადახდით.
2. პარკირების ადგილზე პარკირებისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ან/და მესაკუთრემ პარკირების საფასური უნდა გადაიხადოს წინამდებარე წესის შესაბამისად.
3. პარკირების საფასურის გადახდისას მიეთითება ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტი, ტრანზიტული ნომერი ან „TES“ ნომერი.
4. პარკირების ადგილზე პარკირების საფასურის გადახდის ვალდებულება ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს ან/და მესაკუთრეს.
5. ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიერ პარკირების საფასურის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადახდისას მითითებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე უფლებამოსილია პარკირების საფასურის გადატანის შესახებ მიმართოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას.
6. ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური გადახდილად ითვლება პარკირების
გადახდილი საფასურის ვადის ამოწურვამდე. პარკირების საფასურის წინასწარ გადახდის შემთხვევაში გადახდის დღედ მიიჩნევა ანგარიშსწორების განხორციელების დღე, ხოლო მისი აქტივაცია (ვადის ათვლა) მოხდება წინა პერიოდის პარკირების საფასურის ვადის ამოწურვისთანავე.
7. პარკირების საფასურის, ასევე პარკირების წესების დარვევისათვის დაკისრებული საჯარიმო თანხების გადახდა ხორციელდება საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებშ