1. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ან/და მესაკუთრემ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება უნდა მოახდინოს მისთვის ნებადართული ერთ პარკირების ადგილზე და ისე, რომ:
ა) დაბრკოლება არ შეუქმნას სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებას ან/და მოძრაობას;
ბ) ხელი არ შეუშალოს საგზაო ნიშნის ან მისი ნაწილის იდენტიფიცირებას;
გ)ადგილი არ ჰქონდეს ორმაგ პარკირებას – პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე განთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მომიჯნავედ ან/და სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალების ისეთი დგომა, რომელიც სცდება მონიშნული პარკირების ადგილის საზღვრებს;
დ) არ დაარღვიოს პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი;
ე) არ გააჩეროს ტროტუართან მისასვლელ შემაღლებაზე და მის სიახლოვეს ისე, რომ დაბრკოლება არ შეუქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილებას.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან/და მესაკუთრე ვალდებულია, არ განახორციელოს პარკირება:
ა) სპეციალურ, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პარკირების ადგილზე ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის გარეშე;
ბ) შესაბამისად მონიშნულ ველოსიპედის ბილიკზე და ქვეითთა გადასასვლელზე;
გ) შესაბამისად მონიშნულ ავტობუსის გაჩერების ადგილზე;
დ)შესაბამისად მონიშნული სამარშრუტო ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილზე;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევების გაუთვალისწინებლა