1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია განსაზღვროს სპეციალური პარკირების ადგილები და პირობები:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი საცნობი ნიშნის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირებისთვის;
ბ) ტაქსების, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტრანზიტით შემომავალი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისთვის, საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანით დაკავებული სატრანსპორტო საშუალებების და ტურისტული მარშრუტებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის;
გ) ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისთვის;
დ) საწვავის, რადიაქტიული და ტოქსიკური ნივთიერების, გაზისა და სხვა აალებადი ნივთიერებების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების (სპეცტექნიკის) პარკირებისთვის.
2. ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საცნობი ნიშნის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრული პარკირების ადგილები უნდა იყოს გამოყოფილი და აღჭურვილი შესაბამისი საგზაო ნიშნებით და საგზაო მონიშვნებით. ასეთი პარკირების ადგილზე შეიძლება მხოლოდ ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის მატარებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებ