1. წინამდებარე წესის/პირობების დარღვევით ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისას (მათ შორის, პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა) დამრღვევს, დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

2.  ქალაქ ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში, ამკრძალავი ნიშნის  „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, რომელიც ექვემდებარება დაჯარიმებას.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე, შესაბამისი ოქმის შევსებას ახორციელებს პარკირების სფეროს განმახორციელებელი პირი – პარკინგის ოპერატორი. (წარმომადგენლის მეშვეობით).

4. პარკირების ოპერატორი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან გაყვანაზე ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან სატრანსპორტო საშუალების თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთდეს ბლოკირება.

5. პარკირების ოპერატორი ვალდებულია, სპეციალურ ავტოსადგომზე გადაყვანისას ავტომანქანის დაზიანების შემთხვევაში აანაზღაუროს მიყენებული ზარალ