1. ამ წესის დაცვის კონტროლს ახორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, მერიის ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის მეშვეობით.
2. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან მესაკუთრის პასუხისმგებლობა განისაზღვრება კანონმდებლობით.
3. სპეციალური დაცული სადგომის მისამართია: ქალაქი ლანჩხუთი, საფო მგელაძის ქუჩა №22.
4. ავტოსატრანსპორტო საშუალების ევაკუაციის, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის აუცილებლობის შემთხვევაში ევაკუატორის მომსახურების ხარჯებს აანაზღაურებს შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი.
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირების საფასური განისაზღვროს 70 ლარით.
6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასური განისაზღვროს დღეში 10 ლარით.
7. სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან/და მესაკუთრის მიერ შესაძლებელია გაყვანილ იქნეს სპეციალური დაცული სადგომიდან ტრანსპორტირების და შენახვის ხარჯების გადახდისთანავე. გადახდა უნდა დადასტურდეს შესაბამისი საბუთით. მძღოლმა ან/და მესაკუთრემ სატრანსპორტო საშუალების სპეციალური დაცულ სადგომიდან გაყვანისას პარკირების ოპერატორს აგრეთვე უნდა წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი და შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციის საბუთ