1. საცნობი ნიშნის მისაღებად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია წერილობითი ფორმით მიმართოს პარკირების ოპერატორს და მას დაურთოს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ით განსაზღვრული ფორმა №IV-50/2-ის შესაბამისად გაცემული პირის შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა, რომლის ველშიც „ქმედუნარიანობის შეზღუდვის კატეგორია და ხარისხი“ დადგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს გადაადგილების უნარის შეზღუდვის პირველი, მეორე ან მესამე ხარისხიან საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ, დაბადების მოწმობის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი, კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი. პარკირების ოპერატორი ან/და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.
2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე გაიცემა ერთი საცნობი ნიშანი.
3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ფიზიკურ/იურიდიულ პირზე გაიცემა იმ რაოდენობის საცნობი ნიშანი, რამდენი ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებაც მას აქვს საკუთრებაში.
4. საცნობი ნიშანი გაიცემა უსასყიდლოდ, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში 2 წლის ვადით, არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სრულწლოვანობამდე (ამასთან, საშვის მოქმედების ვადა ყოველ გაცემაზე არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს), ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად – სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიული პირის რეგისტრაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმებამდე (ამასთან, საშვის მოქმედების ვადა ყოველ გაცემაზე არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს), ან იმგვარი გარემოების დადგომამდე, რომლის არსებობისას საშვი არ გაიცემოდა.
5. საცნობი ნიშანი განთავსებული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე ისე, რომ უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლებელი იყოს მისი ამოკითხვა.
6. საცნობი ნიშანი გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის მიერ ან/და სატრანსპორტო საშუალებისთვის, რომლისთვისაც ის გაიცა.
7. საცნობი ნიშნის მფლობელის მიერ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში წერილობითი ფორმით ახალი საცნობი ნიშნის აღების თაობაზე დასაბუთებული მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, თუ პარკირების ოპერატორი ჩათვლის საჭიროდ, მფლობელი/არასრულწლოვანი/შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია პარკირების ოპერატორთან წარადგინოს ხელახლა, რის შემდეგაც მერიის მიერ ახალი საცნობი ნიშანი გაიცემა ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ვადით.
8. საცნობი ნიშნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მფლობელი ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს პარკირების ოპერატორს.
9. საცნობი ნიშნის დაკარგვისას, მისი აღდგენის თხოვნით, პარკირების ოპერატორს, წერილობით მიმართავს საცნობი ნიშნის კანონიერი მფლობელი და აღდგენისთვის მასვე ეკისრება პარკირების ოპერატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე თანხის გადახდის ვალდებულება ათი ლარის ოდენობით.
10. თუ საცნობი ნიშანი ამ წესის შესაბამისად არ იქნება განთავსებული სატრანსპორტო საშუალებაზე და მოხდება ამ სატრანსპორტო საშუალების პარკირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე, აღნიშნული შემთხვევა განიხილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირებად.
11. პარკირების ოპერატორი ვალდებულია საეჭვო საცნობი ნიშნის დაფიქსირების შემთხვევაში უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
12. საცნობი ნიშნის მოქმედება ვადამდე წყდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) საცნობი ნიშანი მიღებულია არასწორი ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე;
ბ) საცნობი ნიშნის მფლობელმა საცნობი ნიშანი გადასცა სხვას;
გ) სხვა ისეთი გარემოების აღმოჩენის ან გამოვლენისას, რომლის არსებობის შემთხვევაშიც საცნობი ნიშანი არ გაიცემ