1. ქალაქ ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად ქალაქ ლანჩხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ორგანიზებისა და გზების ტრანსპორტისგან განტვირთვის მიზნით.
2. წესი განსაზღვრავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციას პარკირების რეგულირების და პარკირების სფეროს მართვის საკითხებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ორგანიზების და კონტროლის განხორციელების სამართლებრივ მექანიზმებს.
3. წესი ვრცელდება ყველა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ქალაქ ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში ჩერდება ან დგას ამ წესის შესაბამისად პარკირებისთვის გამოყოფილ ადგილებზე.
4. წესი, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტისა და მე-13 მუხლისა, არ ვრცელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოიყენებენ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების, აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე