1. ავტომანქანის მიერ იმ მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილებას, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა ტაქსების პარკირების ადგილებზე, მათ შორის ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე ტაქსების პარკირების ადგილებზე პარკირების მიზნით, წარდგენილი დოკუმენტებისა და ავტომანქანის შემოწმების (დათვალიერების) საფუძველზე იღებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერია. გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე წერილის სახით. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ უნდა ადგენდეს, რომ ავტომანქანა აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც დაწესებულია ტაქსების პარკირების ადგილებზე ავტომანქანის პარკირების მიზნით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია მოწვეული იქნენ დარგის სპეციალისტები, კონსულტანტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები. ამავე მიზნით შესაძლებელია შეიქმნას შესაბამისი კომისია.
3. ტაქსების პარკირების ადგილებისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოქმედებს ექვსი თვის განმავლობაში, თუ ამავე წესით, სხვა რამ არ არის დადგენილი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ტაქსების პარკირების ადგილებისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ითვლება ძალადაკარგულად, რაც არ საჭიროებს ცალკე (დამატებითი) გადაწყვეტილების მიღებას.
4. დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოქმედების ვადაში ავტომანქანის ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობისას, ტაქსების პარკირების ადგილებისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ითვლება ძალადაკარგულად, რაც არ საჭიროებს ცალკე (დამატებითი) გადაწყვეტილების მიღებას.
5. ტაქსების პარკირების ადგილისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალადაკარულად გამოცხადების შემთხვევაში დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, მიიღება ახალი გადაწყვეტილება.
6. ტაქსების პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილზე ავტომანქანის პარკირებისას ავტომანქანის მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილე
7. ტაქსების პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილზე ავტომანქანის პარკირების მიზნით, ტაქსების პარკირების ადგილისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის შემოწმების მოთხოვნით დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს. განცხადებასთან ერთად, დაინტერესებული პირი სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს პირადობის მოწმობის ასლს, მართვის მოწმობის ასლს, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობის ასლს, ავტომანქანის საკუთრების ან სარგებლობის დამდგენ დოკუმენტს და სხვა აუცილებელ დოკუმენტებს.
8. სენაკის მუნიციპალიტეტის მერია წარმოდგენილ განცხადებას იხილავს, ავტომანქანის შემოწმებას ახდენს და დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის ან შეუსაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს განცხადების რეგისტრაციიდან ორი თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია და მისი დარღვევის შემთხვევაში დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილება ითვლება მიღებულად. შესაბამისად, ამ პუნქტით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას უფლება არა აქვს მიიღოს დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შეუსაბამობის თაობაზე გადაწყვეტილება.
9. ამ მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი