2. მსუბუქი ავტომობილების გადამზიდი სპეციალიზებული ვაგონების გადმოტვირთვის შემდეგ რკინიგზა ვალდებულია, შეამოწმოს მათი წესივრულობა, კომპლექტურობა და გაგზავნოს მიწერის რკინიგზის სადგურში:
ა) ავტომობილების გადამზიდი დახურული ვაგონები – გადასაზიდის სრული საბუთებით და ტვირთგამგზავნის საკეტ-საპლომბი მოწყობილობით დაპლომბილი;
ბ) ორიარუსიანი ბაქნები – გუ-27სპ გადაგზავნის ზედნადებით, გადაზიდვის დოკუმენტების შევსების წესის შესაბამისად.
3. გადაზიდვის დოკუმენტებსა და გუ-27სპ ფორმის გადაგზავნის ზედნადებებს ცარიელი ვაგონების დაბრუნებაზე აფორმებს ტვირთმიმღები, რომელმაც გადმოტვირთა ავტოტრაქტორის ტექნიკა.
4. საკუთარი ან იჯარით აღებული ვაგონების დაბრუნებისას გადაიხდება დადგენილი საფასური