2. თუ ზედნადების მე-4 გრაფაში არ არის საკმარისი ადგილი მოხსნილი და დაუკომპლექტებელი დეტალების აღსანიშნავად, მათი ნუსხა იწერება ცაკლე ფურცელზე, რის თაობაზეც მიეთითება ზედნადებში. ამ შემთხვევაში, ნუსხა დგება ოთხ ცალად, ტვირთგაგზავნის შტემპელიან ბლანკზე და მისი ხელმოწერით. ნუსხის თითოეულ ეგზემპლარზე აღინიშნება ზედნადების ნომერი და გაგზავნის სადგურის კალენდარული შტემპელი.
3. ნუსხის ერთი პირი, ტვირთის მიღების ქვითართან ერთად, გაგზავნის სადგურზე ბარდება ტვირთგამგზავნს, ხოლო მეორე პირი რჩება გაგზავნის სადგურს. ორი დანარჩენი ეგზემპლარი თან ერთვის ზედნადებს და საგზაო უწყისს, რომელთაგან ერთი, ზედნადებთან ერთად, გადაეცემა ტვირთგამგზავნს, მეორე კი, რჩება დანიშნულების სადგურს