1. პაკეტების განლაგება და დამაგრება ვაგონებსა და კონტეინერებში ხორციელდება დადგენილი ტექნიკური პირობებისა და შესაბამისი ტვირთის გადაზიდვის წესის მიხედვით.
2. დახურული და იზოთერმული ვაგონების კართშორის სივრცეში პაკეტი იმგვარად უნდა განლაგდეს, რომ შესაძლებელი იყოს მისი მექანიკური გადმოტვირთვა ნებისმიერი კარიდან.
3. თუ ტექნიკური პირობებით ღია მოძრავ შემადგენლობაზე პაკეტების განლაგებისა და დამაგრების წესი განსაზღვრული არ არის, ტვირთგამგზავნი ვალდებულია, თვითონ შეიმუშაოს იგი.
4. თუ არასაერთო სარგებლობის ადგილებში დატვირთულ-გადმოტვირთული პაკეტები დახურულ და იზოთერმულ ვაგონებში გადაიზიდება სვლის მთელ გზაზე გადაუტვირთავად, ტვირთგამგზავნმა ისინი ვაგონში შეიძლება ისეთი სამაგრი საშუალებით დაამაგროს, რომელიც უზრუნველყოფს სვლის გზაზე ტვირთის დაცულობას.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 177
თავი XVI — ტვირთის სატრანსპორტო პაკეტებად გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 177, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-177/