§1. ტვირთის განთავსება  და დამაგრება 1520 მმ სიგანის ლიანდის ვაგონებში წარმოებს ტვირთის განთავსებისა და დამაგრების ტექნიკური პირობების შესაბამისად (ამ შეთანხმების დანართი 3), თუ გადამზიდავებს შორის შეთანხმებული არ არის სხვა პირობები.

§2. ტვირთის განთავსება და დამაგრება 1435 მმ და 1000 მმ სიგანის ლიანდის დახურულ ვაგონებში წარმოებს იმ ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც მოქმედებს დატვირთვის ადგილას, თუ გადამზიდავებს შორის  შეთანხმებული არ არის სხვა პირობები, ხოლო ღია მოძრავი შემადგენლობის შემთხვევაში –
გადამზიდავებს შორის შეთანხმებული პირობების შესაბამისად, რომლებიც ახორციელებენ ტვირთის გადაზიდვას აღნიშნული სიგანის ლიანდის ვაგონები