§1. საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვა ხორციელდება საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესების შესაბამისად (ამ შეთანხმების დანართი 2). ამ  შეთანხმების და ტვირთის გადაზიდვის წესების შესაბამისი მუხლები, მითითებული ამ  შეთანხმების მე-8  მუხლში „ტვირთის გადაზიდვის წესები“ გამოიყენება იმ შემთხვევების მიმართ, რომლებიც განსაზღვრული არ არის  საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვების წესებით.

§2. პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლით  საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვისას ასევე დაცული უნდა იქნეს საფრთხეშემცველი ტვირთის საზღვაო გადაზიდვის საერთაშორისო კოდექსის მოთხოვნები (МК МПОГ