§ 1. ამ შეთანხმების პირობების გამოყენების წესი, ასევე ტვირთის ცალკეული სახეობების გადაზიდვის სპეციალური პირობები განისაზღვრება ტვირთის გადაზიდვის წესებით (ამ შეთანხმების დანართი 1).
გადაზიდვაში მონაწილე გამგზავნს, მიმღებსა და გადამზიდავებს შორის დადებული ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს ტვირთის გადაზიდვის განსაკუთრებული პირობები. ამ განსაკუთრებულ პირობებს ენიჭება უპირატესობა ტვირთის გადაზიდვის წესებში მოცემული პირობების მიმართ.
§ 2. ტვირთის გადაზიდვის წესები მოიცავს დეტალურ სტანდარტულ გადაწყვეტილებებს და პროცედურებს, რომლებიც უზრუნველყოფს ამ შეთანხმების მუხლების ერთმნიშვნელოვნად ინტერპრეტაციას და გამოყენება