§1. საინფორმაციო სახელმძღვანელო მოიცავს ცნობებს რკინიგზის ინფრასტრუქტურისა და გზის საწყლოსნო მონაკვეთების შესახებ, რომლებიც გამოიყენება ტვირთის გადაზიდვისას ამ შეთანხმების პირობებით, ასევე მონაცემებს იმ გადამზიდავების შესახებ, რომლებიც ახორციელებენ ასეთ გადაზიდვებს (ამ შეთანხმების დანართი 5).
საინფორმაციო სახელმძღვანელოში შეტანილი მონაცემები ხელმისაწვდომია ყველასათვის და მიჩნეულია სანდოდ.
§2. საინფორმაციო სახელმძღვანელოს სტრუქტურაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანისთვის დადგენილი წესის შესაბამისად.
§ 3. საინფორმაციო სახელმძღვანელოს მონაცემებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მხარეთა განცხადების საფუძველზე. თითოეული მხარე მიმართავს რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის (ОСЖД) კომიტეტს განცხადებით საკუთარი სახელმწიფოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის, გზის საწყლოსნო მონაკვეთების და საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დარეგისტრირებული და საერთაშორისო გადაზიდვებში მონაწილე გადამზიდავების შესახებ მონაცემებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.
მონაცემები, რომლის საფუძველზეც რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის (ОСЖД) კომიტეტს შეაქვს ცვლილებები და დამატებები საინფორმაციო სახელმძღვანელოში, წარდგენილი უნდა იქნეს მათი ძალაში შესვლამდე არა უგვიანეს 30 დღისა.
რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის (ОСЖД) კომიტეტი საინფორმაციო სახელმძღვანელოს მონაცემებში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ინფორმაციას განათავსებს რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის ვებგვერდზე მისი მიღებიდან 3 დღის განმავლობაში, ძალაში შესვლის თარიღის მითითები