§1. გამგზავნი უზრუნველყოფს მის მიერ ზედნადებში მითითებული მონაცემების და განცხადებების სისწორეს. იგი პასუხისმგებელია ამ მონაცემების და განცხადებების არასწორად, არაზუსტად და არასრულად მითითებით, ასევე მათი ზედნადების შეუსაბამო გრაფაში შეტანით გამოწვეულ ყველა შედეგზე. თუ ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად გადამზიდავს ზედნადებში შეაქვს გამგზავნის მითითებები, მიიჩნევა, რომ ის გამგზავნის სახელით მოქმედებს, თუ საწინააღმდეგო არ დადასტურდება.
§2. თუ გადაზიდვის ხელშეკრულების დადებამდე გადამზიდავი ზედნადებში აღმოაჩენს არასწორ, არაზუსტ და არასრულ მონაცემებს, გამგზავნი ვალდებულია შეადგინოს ახალი ზედნადები, თუ ტვირთის გადაზიდვის წესების მიხედვით ზედნადებში მითითებული მონაცემების და განცხადებების შესწორება დაუშვებელია.
§3. გამგზავნი გადამზიდავს გადაუხდის პირგასამტეხლოს, თუ გადაზიდვის ხელშეკრულების დადების შემდეგ გადამზიდავი აღმოაჩენს გამგზავნის მიერ ზედნადებში არასწორად, უზუსტობებით ან არასრულად მითითებულ მონაცემებს და ამასთან ერთად დაადგენს, რომ:
1) ტვირთის შემადგენლობაში მიღებული იქნა საგნები, რომელთა გადაადგილება დაუშვებელია სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას, თუნდაც ერთ-ერთ სახელმწიფოში, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს გადაზიდვა;
2) გადასაზიდად მიღებული იქნა საფრთხეშემცველი ტვირთი მისი გადაზიდვის პირობების დარღვევით;
3) ტვირთის დატვირთვისას გამგზავნის მიერ დაშვებული იქნა ვაგონების გადატვირთვა ვაგონის ტვირთამწეობის ზევით;
4) შემცირებული იქნა გადაზიდვის ღირებულების ოდენობა;
5) შეიქმნა გარემოებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.
პირგასამტეხლოს დაკისრება ამ პარაგრაფის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების დარღვევის შემთხვევაში ხორციელდება 31-ე მუხლის –
„გადაზიდვების ღირებულებისა და პირგასამტეხლოს გადახდა“ –
დებულებების შესაბამისად, გადაზიდვის ღირებულების ხუთმაგი ოდენობით, გადამზიდავის სასარგებლოდ, რომელიც აღმოაჩენს ასეთ დარღვევას.
პირგასამტეხლოს დაკისრება ამ პარაგრაფის მე-3 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში ხორციელდება 31-ე მუხლის –
„გადაზიდვების ღირებულებისა და პირგასამტეხლოს გადახდა“ –
დებულებების შესაბამისად, გადაზიდვის ღირებულების ხუთმაგი ოდენობით ტვირთის ზედმეტი მასის გადაზიდვის გამო, გადამზიდავის სასარგებლოდ, რომელიც აღმოაჩენს ასეთ ზედმეტობას.
გადამზიდავს უფლება აქვს დააკისროს ამ პარაგრაფით გათვალისწინებული პირგასამტეხლოები იმ შესაძლო ზიანისა და სხვა პირგასამტეხლოების ანაზღაურებისგან დამოუკიდებლად, რომელთა გადახდაც უნდა განხორციელდეს გამგზავნის ან მიმღების მიერ ამ შეთანხმების პირობების შესაბამისა