§ 1. დასაპლომბად გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი პლომბები, რომელთა მოხსნაც შეუძლებელია მათი დაზიანების გარეშე. პლომბები დადებული უნდა იქნეს ისე, რომ გამოირიცხოს ტვირთთან ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა მათი დაზიანების გარეშე.
§ 2. პლომბებთან და მათზე დატანილ ნიშნებთან დაკავშირებული მოთხოვნები დგინდება ტვირთის გადაზიდვის წესებით.
§3. შესაბამისი პლომბები, რომლებიც დადებულია ვაგონებზე, ინტერმოდალურ სატრანსპორტო ერთეულებზე (ИТЕ) ან საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებზე (АТС) იმ ქვეყნებში, სადაც არ გამოიყენება ეს შეთანხმება, უთანაბრდება იმ პლომბებს, რომლებიც დადებულია ამ შეთანხმების შესაბამისა